“ძალიან მაგარი ამბავია მეგობრებო, ახლახანს” – ნახეთ გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

0

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამერიკის მედიკამენტების უსაფრთხოების უწყების მიერ „ფაიზერის“ სრულად დამტკიცებას ეხმაურება და ამას კაცობრიობის გამარჯვებას უწოდებს.
„ძალიან მაგარი ამბავია, 2 წელია, „ლოქდაუნებით“, პირბადეებით არ დაიღალეთ?! ყველა დავიღალეთ. რამდენი ბიზნესი, რამდენი ოჯახი გაკოტრდა. რამდენი სამსახური დაიკარგა. ეს ისეთი დიდი მიღწევაა, ადამიანი რომ მთვარეზე რომ ავიდა…
ეს ნიშნავს რომ კაცობრიობა, მედიცინა წინ მიდის. ჩვენ უკან კი არა, წინ მივდივართ. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც მუდმივად კითხულობენ, ბიბლიოთეკებში სხედან და თქვენ ვერსად ხედავთ. არც უყვართ სხვებთან საუბარი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც გადაგვარჩინეს.

მე ჩემს მოსაზრებას არ ვცვლი, გეუბნებოდით, ფხაკაძე აიცრება მაშინ, როცა ხაჭაპური იქნება შემწვარი.მე გითხარით, ეს ხაჭაპური შემწვარი არ არის, როცა შეიწვა, გითხარით, რომ შებრაწული იყო და მე მივირთმევდი. სხვა ვაქცინის არჩევის საშუალება მქონდა, თუმცა, ავირჩიე „ფაიზერი“, ახლა მიხვდებით, რატომაც“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ცნობისთვის, „ფაიზერი“ აქამდე ე.წ. “საგანგებო ავტორიზაციით” იყო დამტკიცებული.

Share.