“ძალიან მალე მე საქართველოში ვიქნები…” – ნახეთ რა მოულოდნელი განცადება გააკეთა ლიზა იასკომ

0

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ახალი ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის და ლიზა იასკო ერთად არიან. ამის შემდეგ როგორც ქართულმა, ასევე რუსულმა და უკრაინულმა მედიამ არაერთი ინფორმაცია გაავრცელეს.
ახლახან კი თავად ლიზა იასკომ გაავრცელა პირველი ვიდეომიმართვა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, მის დაკავების ფაქტზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიანად. სასურველია, რომ ახალ ამბებში ნომერ პირველ თემად არ იყოს განხილული მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს პირადი ურთიერთობა.

პირადი ურთიერთობები ახლა მთავარი არ არის. ახლა მთავარია, რომ სააკაშვილი არაკანონიერად არის დაკავებული საქართველოში. მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვან საკუთარი ხმა მეორე ტურშიც.

მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც შენ მსხვერპლს სწირავ შენს ქვეყანას. მე კარგად ვიცი, როგორ შეუძლია ეს იმ ადამიანს, რომელიც მიყვარს.

ცნობილი ფაქტია, რომ უკრაინელებს ძალიან უყვართ საქართველო. რაც შეეხება კითხვას, როდის ჩამოვალ საქართველოში, ძალიან მალე ვიქნები, მაგრამ ახლა არის დრო, როდესაც ქართველებმა უნდა დაიცვან საკუთარი მომავალი”,- აცხადებს ლიზა იასკო.
წყარო: statiebi.club

Share.