”ძალიან მიმძიმს ამის დაწერე და აღარასდროს გავიმეორებ, ამიტომ ყველამ წაიკითხეთ…” – რატომ დატოვა ინგა გრიგოლიამ პირველი არხის დირექტორის თანამდებობა

0

ინგა გრი­გო­ლია TV “პირ­ვე­ლის” დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:
“სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა, მე­გობ­რე­ბო. სტა­ტუს­ზე, რო­მელ­საც დავ­წერ, არას­დროს აღარ გა­ვა­კე­თებ და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს. დავ­წერ და შე­ვეც­დე­ბი აქვე ავ­ხსნა და აქვე და­ვას­რუ­ლო ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. რაც ტვ “პირ­ვე­ლის” დი­რექ­ტო­რი ვარ, არა­სო­დეს, არც ერთ რე­პორ­ტაჟ­ში, არც ერთ გა­და­ცე­მა­ში არ ჩავ­რე­ულ­ვარ და სულ ვი­ა­მა­ყებ იმით, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რა­საც ჩემი ტე­ლე­ვი­ზია მაძ­ლევს, ესაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ზუს­ტად ვიცი, რომ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მუ­დამ ტვ “პირ­ვე­ლის” მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

loading...

ბევ­რი წელი გა­მიჯ­ნუ­ლი მქონ­და ჩემი საქ­მი­ა­ნი და ოჯა­ხუ­რი ან სა­მე­გობ­როს ინ­ტე­რე­სე­ბი და წარ­მა­ტე­ბით გა­მომ­დი­ო­და… ასეც ვა­პი­რებ გაგ­რძე­ლე­ბას. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ჩემი საქ­მი­ა­ნი და ჩემი ოჯა­ხუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ძა­ლი­ან შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს. იმის გამო, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც დი­რექ­ტორს, არა­სო­დეს მიც­დია ჩემი ოჯა­ხუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, რამე თემა და­მებ­ლო­კა ან გა­მე­ლა­ი­თე­ბი­ნა, სხვა­თა შო­რის, არც ჩემს გა­და­ცე­მებ­ში. ვა­წყე­ნი­ნე უამ­რავ ადა­მი­ანს, იმი­ტომ რომ არ ჩა­ვე­რიე (არც არას­დროს ჩა­ვე­რე­ვი!) მწვა­ვე რე­პორ­ტა­ჟე­ბის გა­კე­თე­ბა­სა და გაშ­ვე­ბა­ში, ვა­წყე­ნი­ნე უამ­რავ მე­გო­ბარს და ახ­ლო­ბელს, რად­გან მარ­თლა მჯე­რა, როცა ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ. არა­სო­დეს არა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბით არ უნდა და­გეგ­მო გა­და­ცე­მა ან რე­პორ­ტა­ჟი, მაგ­რამ ამ ბოლო დროს ვა­წყე­ნი­ნე და ლა­მის დავ­კარ­გე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­დი­ო­და რე­პორ­ტა­ჟე­ბი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მათ სამ­სა­ხურს ეხე­ბო­და. ისი­ნი თვლიდ­ნენ, რომ არ იყო სწო­რი, რა­საც ვა­შუ­ქებ­დით, მე ვთვლი­დი, რომ სწო­რი იყო და ახ­ლაც ასე მჯე­რა (გა­ვაგ­რძე­ლებ იგი­ვეს)…

რა უფრო ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის? ოჯა­ხი თუ საქ­მე, რო­მელ­საც ვა­კე­თებ? ორი­ვე! ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ვერც ერთს ვერ შე­ვე­ლე­ვი. თუმ­ცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ არ მინ­და ჩემი დი­რექ­ტო­რო­ბით ტკი­ვი­ლი მი­ვა­ყე­ნო ჩემ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ცხა­დია, გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ იმის გა­გე­ბა, რომ დი­რექ­ტო­რი არ ერე­ვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, მო­ვიხ­სნა ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ არ და­ვა­ზა­რა­ლო არც საქ­მე და არც ოჯა­ხი. რომ რო­დეს­მე, ჩემი ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე არ მო­ვახ­დი­ნო თუნ­დაც ირი­ბი გავ­ლე­ნა. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩემს გა­და­ცე­მებ­ში რა­ი­მეს არ გა­ვა­შუ­ქებ, იგი­ვე სიმწვა­ვით და ობი­ექ­ტუ­რო­ბით, რო­გორც აქამ­დე მი­კე­თე­ბია. აღარ ვიქ­ნე­ბი დი­რექ­ტო­რი, მაგ­რამ ვიქ­ნე­ბი “რე­აქ­ცი­ის” წამ­ყვა­ნი და ანუ­ნა-რუ­სოს გა­და­ცე­მე­ბის პრო­დუ­სე­რი.

მად­ლო­ბა მთელს ტე­ლე­ვი­ზი­ას, ტვ “პირ­ვე­ლის” მთელს შე­მად­გენ­ლო­ბას, ვისი დი­რექ­ტო­რო­ბაც ჩემ­თვის სა­ა­მა­ყო იყო და ბო­დი­ში ჩემს ოჯახს, ჩემი საქ­მის გამო რომ არა­ერ­თხელ ვა­წყე­ნი­ნე. მე­ტად აღარ გავ­შლი ამ თე­მას. მა­ნერ­ვი­უ­ლებს, ძა­ლი­ან მა­ნერ­ვი­უ­ლებს. მოკ­ლედ, კუ­დე­ბი არ მო­ა­ბათ, სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლი ვარ, როცა ამ სტა­ტუსს ვწერ. ვა­ტოს ვე­ლა­პა­რა­კე და ისე ვწერ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ორ­შა­ბა­თი­დან ას­მა­გი ენერ­გი­ით ვი­მუ­შა­ვებ, აქამ­დე რომ არ მი­მუ­შა­ვია, ისე. ვგიჟ­დე­ბი ტვ “პირ­ველ­ზე”, ვაფ­რენ და უამ­რა­ვი სი­ახ­ლე გვაქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ერ­თად გა­ვა­კე­თებთ.

ვატო, დიდი მად­ლო­ბა ნდო­ბის­თვის, მიყ­ვარ­ხარ. შენ ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი ხარ. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბი და ზუს­ტად ვიცი, რომ ტვ “პირ­ვე­ლის” იქით, ჩემ­თვის არ­ჩე­ვა­ნი, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს. მად­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და დიდი მად­ლო­ბა იმის­თვის, რომ ზუს­ტად გა­ი­გე, რას ვამ­ბობ ამ სტა­ტუ­სით. არ გა­მიბ­რაზ­დე! მოკ­ლედ, რამ­დე­ნი ვწე­რე… რთუ­ლი იყო და­წე­რა და იმი­ტომ.. მეც ადა­მი­ა­ნი ვარ და არის ადა­მი­ა­ნუ­რი ემო­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც რთუ­ლად მარ­თვა­დია.

მე­გობ­რე­ბო, შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს სამ­შა­ბათს “რე­აქ­ცი­ა­ში”, მერე ხუთ­შა­ბათს, მერე ისევ შა­ბათს, მერე ისევ სამ­შა­ბათს, ხუთ­შა­ბათს, შა­ბათს და ასე შემ­დეგ. და სი­ბე­რემ­დე ვიქ­ნე­ბი სულ ჩემს საყ­ვა­რელ ტვ “პირ­ველ­ზე”, ჟურ­ნა­ლის­ტად, პრო­დუ­სე­რად თუ სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ბევ­რად უფრო მეტ დროს და­ვუთ­მობ ჩემს გა­და­ცე­მებს, რო­მელ­საც ბევ­რი რამ და­ვა­კე­ლი, მე­ნე­ჯე­რად გა­დას­ვლის გამო. ვა­ტოს გარ­და, დე­და­მი­წა­ზე არა­ვის­თვის შე­მი­თან­ხმე­ბია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩემი შვი­ლიც ამ სტა­ტუ­სი­დან გა­ი­გებს. ვთვლი, რომ პა­ტი­ოს­ნად ვიქ­ცე­ვი. საქ­მეც და ოჯა­ხიც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. ხოდა, დი­რექ­ტო­რო­ბის გა­რე­შე გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემს ცხოვ­რე­ბას, ისე, რო­გორც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვცხოვ­რობ­დი.

ცოტა ხა­ლი­სი­ა­ნად რომ და­ვას­რუ­ლო ეს სტა­ტუ­სი – “ას­ლა­ნი გა­იქ­ცა, აჭა­რა თა­ვი­სუ­ფა­ლია, კო­მენ­ტარს ამ თე­მა­ზე არ გა­ვა­კე­თებ, ტყუ­ი­ლად არ და­მირ­ე­კოთ, ყვე­ლა­ფე­რი დავ­წე­რე, რაც სათ­ქმე­ლი იყო. ტე­ლე­ვი­ზი­ის მთელს გუნდს ორ­შა­ბათს შევ­ხვდე­ბი და უფრო დე­ტა­ლუ­რად ავუხ­სნი ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზეზს. მი­სა­მარ­თი იგი­ვეა. თბი­ლი­სი, ზოვ­რე­თის 1. ტვ “პირ­ვე­ლი”, რო­მე­ლიც ზუს­ტად ისე მიყ­ვარს, რო­გორც ჩემი ოჯა­ხი!. P.s. დი­რექ­ტო­რი იქ­ნე­ბა თა­ვად ვატო”.

loading...

Share.