ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გურამ არუთინაშვილი დიდი ხანია ეკრანებზე აღარ ჩანს. საზოგადოებას აინტერესებს სად არის და რას საქმიანობს ის. “მეტრონომმა” ტელეწამყვანთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გურამმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და პირად ცხოვრებაზე:
“უახლოეს პერიოდში ვაპირებ ეკრანებზე დაბრუნებას. არ ვიცი ძველ გადაცემას გავაგრძელებ თუ ახალს დავიწყებ. მაქვს დიდი გეგმები, მივდივარ საზღვარგარეთ დროებით, სადაც კლიპს გადავიღებ ხატია წერეთელთან ერთად.
მე და ხატია წერეთლმა ჩავწერეთ ახალი სიმღერა, რომელსაც ჰქვია „ფერი ფერსო“. ეს სიმღრა იქნება, რა თქმა უნდა, ყველასთვის,განსაკუთრებით შეყვარებული ადამიანებისთვის” – განაცხადა მან.
“მეტრონომის” კითხვაზე თავადაც არის თუ არა ტელეწამყვანი შეყვარებული მან დადებითი პასუხი გაგვცა:
“მეც ვარ შეყვარებული, მაგრამ რაღაც ურთიერთობის დაწყების პერიოდი გვაქვს. ჯერჯერობით არ ვასაჯაროვებ.
ვალენტინობისთვის ვფიქრობ კლიპის პრეზენტაციას. “ეპატაჟური” გურამ არუთინაშვილი მალე დაგიბრუნდებათ”- აღნიშნა ჟურნალისტმა.