“ძალიან მტკივა და მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვეღარ გნახავთ…” – ვინ არიან მამა, 5 წლის ბავშვი, ბიძა და ბებია რომლებიც დაიღუპნენ ავარიაში

0

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დიმ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ოჯა­ხის 4 წევ­რი ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლია შუა ხნის ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა დევ­და­რი­ა­ნი, მისი შვი­ლი ნუკ­რი კო­ჩა­ძე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი და­თუ­ნა კო­ჩა­ძე, ასე­ვე ქალ­ბა­ტო­ნის ძმა მე­რაბ დევ­და­რი­ა­ნი.
და­ღუ­პუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს მათი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი შაკო თავ­ხე­ლი­ძე.
“რა ვქნა არ ვიცი, რა სი­ტყვა მოვ­ძებ­ნო იმის­თვის, რომ ეს ტკი­ვი­ლი მა­ინც შე­ვიმ­სუ­ბუ­ქო. ჩემო ნუკ­რი, ჩემო უახ­ლო­ე­სი ოჯა­ხის წევ­რი, ძმა­კა­ცი და ყვე­ლა­ფე­რი იყა­ვი და იქ­ნე­ბი. მა­ნა­ნა დე­ი­და, ჩემო ტკბი­ლო დე­ი­და, რო­გორ მტკი­ვა და რო­გორ გა­მი­ჭირ­და ამის და­ნახ­ვა და და­ჯე­რე­ბა, რომ ვე­ღარ გნა­ხავ­დით, პა­ტა­რა და­თუ­ჩა, ჩემო პა­ტა­რა სიყ­ვა­რუ­ლო, ჩემო სი­ცო­ცხლე,

loading...

რო­გორ ბევ­რს მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ტე­ლე­ფონ­ზე ჩა­მო­დიო და მოდი ჩემ­თა­ნო… რო­გორ უნდა და­ვი­ვი­წყო შენი სი­ცო­ცხლით სავ­სე თვა­ლე­ბი… პეტო ასე თუ მოხ­დე­ბო­და რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მტკი­ვა უშე­ნო­ბა და უთ­ქვე­ნო­ბა. მე­ნატ­რე­ბით, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ შენს გამო. პეტუ მიყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან” – წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი შაკო თავ­ხე­ლი­ძე.

loading...

Share.