“ძალიან ფრთხილად იყავით ხალხო..” – მაკა რაზმაძე საავადმყოფოში მოხვდა, ნახეთ რა დაემართა ჟურნალისტს

0

ფრთხილად იყავით, ხალხო! არც ვიფიქრებდი რომ კოვიდი მქონდა ისე მოვიხადე და ახლაც გული მისკდება შიშისგან რომ წარმოვიდგენ ვინმე ჩემს გამო რომ დაავადებულიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.„მინდა მოგიყვეთ ჩემი ამბავი! ეს ყოფილა საშინელება, როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია. ბოლომდე ვერ ახერხებ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას… ჩემი ფეხით მივვარდი საავადმყოფოში და იქ დაიწყო რაც დაიწყო – აღმომაჩნდა ანტისხეულები და ესეიგი აღმოჩნდა რომ კოვიდი გადამიტანია. არც

სიმპტომები, არც სიცხე არც არაფერი – აი ასე უბრალოდ გადამიტანია და მორჩა! და სამაგიეროდ ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. სამჯერ გავიკეთე ტესტი და საბედნიეროდ უარყოფითია, თუმცა პოსტკოვიდური სიმპტომები არანაკლებ საშინელება ყოფილა… ჩვენი ექიმები არიან გმირები! ნამდვილი გმირები, რასაც მე ამ დღეებში საავადმყოფოებში ვუყურე და საკუთარ თავზეც გამოვცადე.
ახლა სახლში ვარ შედარებით უკეთ და გული მადლიერებით მაქვს სავსე, მინდა ყველას ვუთხრა როგორი ოქროა Nino Nadiradze ნახეთ ის სამსახურში, ნახეთ როგორ ეფერებიან ის და მისი ექიმები პაციენტებს, როგორი თავგანწირვით ებრძვიან კოვიდს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და აღარასდროს გაგახსენდებათ სხვა არაფერი ნინოს ხსენებისას! დიდი მადლობა მის კლინიკას, Ekaterine Xachidze ს.

ასევე სხვა საავადმყოფოს ექიმებსაც მადლობა-Giorgi Varshanidze Misha Qemertelidze დიდი მადლობა რომ ასე გადამყევით და ასე ზრუნავთ და ეფერებით ყველა ავადმყოფს!

ამ დღეებში ბევრი სიკეთე დამანახა ჩემმა პოსტკოვიდურმა თავგადასავალმა და არ შემეძლო ეს არ მეთქვა!

და ყველაზე მთავრი – ძალიან ფრთხილად იყავით, ხალხო! არც ვიფიქრებდი რომ კოვიდი მქონდა, ისე მოვიხადე და ახლაც გული მისკდება შიშისგან, რომ წარმოვიდგენ ვინმე ჩემს გამო რომ დაავადებულიყო! ძალიან ფრთხილად იყავით! ჯანმრთელობა ყველას,“ – წერს მაკა რაზმაძე.
წყარო:ambavi.club

Share.