“ძალიან ცუდი ამბავი ამქვს, როგორ მეგონა რომ გადარჩებოდა, რამხელა იმედი გვქონდა..” – ნახეთ აკა სინჯიკაშვილის უმძიმესი წერილი

0

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ტრაგიკული შემთხვევის შესახებ წერს.
“საშინელი ამბავი მაქვს, ბოდიშს ვიხდი. ქალაქის ცენტრში, ნაგვიან, გაყინულ სარდაფში ნაპოვნი ქალი გარდაიცვალა. ყველასგან მიტოვებული და ყველას გულგრილობის გამო. ვნახეთ, თუ არა, იმწამსვე გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ორი დღე იბრძოლა და ვერ გაუძლო რამდენიმეთვიანი შიმშილით და ტანჯვით განადგურებულმა ორგანიზმმა.
ორი კვირით ადრე რომ მეპოვა, ცოცხალი იქნებოდა და თავისთვის ვერ მიპატიებია. მთელი ეზოსი, უბნის, ქალაქის და ქვეყნის ბრალია ამ ქალის სიკვდილი. ჩვენი, ყველასი, რომ ყურადღება არ გამოვიჩინეთ არავინ. თავის დროზე ვერ მივხედეთ, რომ ადამიანი არ გარდაცვლილიყო კანალიზაციის ნარჩენებში.

შეგროვილი ფულით, დაკრძალვის ხარჯებს გადავიხდით. დარჩენილით, ბებოს სახელზე სხვას დავეხმარებით.
გადმოვასვენეთ საპანაშვიდე დარბაზში – მახათას აღმართი # 55. ღამეს გავუთევთ და ხვალ დავკრძალავთ.
თუ ვინმეს მოგინდეთ და შეძლოთ, მოდით.
ჭირისუფლები ჩვენ დაგხვდებით – ბიჭები.

ბებო კი სამოთხეში გაფრინდა, იმიტომ, რომ ჯოჯოხეთი უკვე გაიარა დედამიწაზე.

როგორ მეგონა რომ გადარჩებოდა, რამხელა იმედი გვქონდა. ვერ შევძელით”,- წერს აკა სინჯიკაშვილი.
წყარო:Niustv.com

Share.