”ძალიან ცუდი ინფორმაცია მოვიდა ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით!” – ჯანდაცვის სამინისტროს ახლახანს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, რიგი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ 0-17 წლის ჩათ­ვლით ბავ­შვე­ბის­თვის 200 ლა­რი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მის, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე სა­უბ­რობს.
“ჩვე­ნამ­დე მო­ვი­და ძა­ლი­ან ცუდი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ არ­სე­ბო­ბენ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებს ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე ფა­სი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ.

loading...

მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, რომ ეს არის კრი­მი­ნა­ლი და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დე­ბა ჩვე­ნამ­დე მო­სულ ყვე­ლა ასეთ ფაქ­ტზე. ეს არის უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­საც ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი მი­ი­ღე­ბენ მთავ­რო­ბის­გან,” – გა­ნა­ცხა­და ჯანდაცვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ ბარ­კა­ლა­ი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ასე­ვე ერთ-ერთ პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის სა­კუ­თა­რი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

“ჩვე­ნამ­დე მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ამ პრო­ცე­სის პო­ლი­ტი­ზე­ბას, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა და ნამ­დვი­ლად არ გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ ამ პრო­ცე­სის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს ნე­ბის­მი­ერ­მა ძა­ლამ”, – აღ­ნიშ­ნავს ბარ­კა­ლა­ია.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქე ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას ვერ ახერ­ხებს, არ აქვს წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­თან ან კომ­პი­უ­ტერ­თან, მას შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სსიპ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ნე­ბის­მი­ერ ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულს, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებს, ან “ლი­ბერ­თი ბან­კის” ფი­ლი­ა­ლებს. მათ­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა სრუ­ლი­ად უფა­სოდ მოხ­დე­ბა.

loading...

Share.