„ხატია სიჭინავას უნდა მოკიდო ხელი და ერთი კვირა უნდა ამუშაო სანიტრად კლინიკაში კოვიდინფიცირებულებთან” – ნახეთ გიორგი ფხაკაძე საინტერესო ექსპერიმენტს ითხოვს

0

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერებზე საუბრობს. მისი თქმით, მოქალაქეები ყველაზე მეტად ექიმბაშებსა და ასტროლოგებს უჯერებენ, ვიდრე კვალიფიციურ ექიმებს.
„როგორ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მანიპულაცია! აი, მაგალითად, ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტი გოგო, ხატია სიჭინავა გამოდიოდა ვაქცინის წინააღმდეგ და არავინ არ წავიდა ამ გოგოს წინააღმდეგ. ასეთ ადამიანებთან არის საჭირო სხვანაირი მუშაობა.

არც უნდა ეჩხუბო, რადგან აზრი არ აქვს. მე მგონი ჯობია, მაგათ მოკიდო ხელი, ჩააცვა ხალათი და ბატონ რატიანთან კლინიკაში სანიტრად უნდა ამუშაო კოვიდინფიცირებულებთან. თანაც “ფეისბუქ ლაივი” უნდა ჩაურთო და აყურებინო ხალხს”, – განაცხადა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ფხაკაძემ.

Share.