ცოტა ხნის წინ სროლა იყო კიკეთში. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი ქალბატონი.მათგან ერთი გია გათენაშვილი საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას გზაში გარდაიცვალა. ის ოჯახის ნათესავი იყო და შემთხვევის დროს იქ სტუმრად იმყოფებოდა
როგორც სანდრო წყარო გვიყვება, დაკავებულია 54 წლის მამაკაცი (გ.ნ.). ის ჩადენილი დანაშაულის შემდეგ კიკეთში, კუთვნილ ბინაში აიყვანეს.
“დაჭრილები სასწრაფოს მისვლამდე, ადგილობრივებს საკუთარი მანქანებით გადაჰყავდათ სხვადასხვა კლინიკაში, რა დროსაც გია გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა. გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ იმყოფებოდა მის კუთვნილ ბინაში კიკეთში და ჩაბარდა პოლიციას” – გვიყვება სანდო წყარო.
რაც შეეხება მოტივს, მომხდარი, სავარაუდოდ, ვალს უკავშირდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებული მეზობლად მცხოვრებ ოჯახთან თანხის დაბრუნების მოთხოვნით მივიდა, რის შემდეგაც გასროლა განახორციელა.