“ავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა და…” – ნახეთ საზარელი ავარიის დეტალები

0

ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ჭოგნარში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მიკროავტობუსი, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილეველების ინფორმაციით, მიკროავტობუსში მძღოლი მარტო იმყოფებოდა.

”მიკროავტობუსი დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. საბედნიეროდ ტრანსპორტში მყოფი ერთადერთ პირს, მძღოლს არანაირი დაზიანებები არ მიუღია. სავარაუდოდ, მოწყვეტით არ გადავარდნილა, ჩაგორდა და მძღოლმა საკუთარი თავის კონტროლი მოახერხა”,- აცხადებენ ისინი.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით დაიწყო.

Share.