ფსიქოლოგია ფაქიზი მეცნიერებაა. გთავაზობთ, საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტის გავლას, რომელიც გიჩვენებთ თუ რა გაწუხებთ ახლა რეალურად. შეარჩიეთ ფანქარი ფერის მიხედვით, შემდეგ კი ქვემოთ გაიგეთ შედეგი.
1. ყვითელი ფანქარი
შედეგი:
თქვენ არ გყოფნით სითბო. გაემგზავრეთ მზიან ადგილას ან ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს.
2. ნარინჯისფერი ფანქარი
შედეგი:
თქვენი სული ცვლილებებს ითხოვს. შესაძლოა ახალმა გატაცებამ სიტუაცია გადაარჩინოს. აიღეთ შვებულება და გაატარეთ სასიამოვნო დრო.
3. ვარდისფერი ფანქარი
შედეგი:
თქვენ მოგბეზრდათ რუტინა, შესაძლოა დროა განაახლოთ გარდერობი ან ვარცხნილობა. მძიმე შემთხვევების დროს ბინის რემონტი დაგეხმარებათ.
4. იასამნისფერი ფანქარი
შედეგი:
დროა, გათავისუფლდეთ იმაზე ფიქრისგან, თუ რა აზრი და შეხედულება აქვთ თქვენზე სხვებს. ცოტა ხნით განმარტოვდით, მიმართეთ მედიტაციას და ყურადღება არ მიაქციოთ სხვების აზრს.
5. წითელი ფანქარი
შედეგი:
თქვენ არ გყოფნით ვნება. დროა, გაამრავალფეროვნოთ ურთიერთობა თქვენს მეორე ნახევართან ან დაიწყოთ ცხოვრების თანამგზავრის ძებნა.
6. პიტნისფერი ფანქარი
შედეგი:
ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს გზაჯვარედინზე იმყოფებით და ამ არჩევანზეა თქვენი ცხოვრება დამოკიდებული. კარგად დაფიქრდით, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებთ.
7. მწვანე ფანქარი
შედეგი:
ამ მომენტისთვის დაღლილობას გრძნობთ, მოგბეზრდათ ყოველდღიური საზრუნავი და ძალიან გინდათ დასვენება. აიღეთ შვებულება და დაუთმეთ დრო საკუთარ თავს.
8. სალათისფერი ფანქარი
შედეგი:
თქვენ არ გყოფნით ყურადღება. ეცადეთ, საღამო ხმაურიან კომპანიაში გაატაროთ ან დაურეკოთ ძველ მეგობრებს.
9. ცისფერი ფანქარი
შედეგი:
არ გყოფნით შინაგანი სიმშვიდე, ხშირად მოდუნდით. ჩვეულებრივი მედიტაცია დაგეხმარებათ აზრების საჭირო რელსებზე გადატანაში.
10. ლურჯი ფანქარი
შედეგი:
თქვენ გრძნობთ შინაგან დაძაბულობას, საჭიროა, რომ როგორღაც განიტვირთოთ. შესაძლოა ამაში დაგეხმაროთ ფიზიკური დატვირთვა. ირბინეთ საღამოობით პარკში ან იცურავეთ აუზში.
11. იასამნისფერი ფანქარი
შედეგი:
თავს მარტოდ გრძნობთ. ერთი ზარი ახლობელ ადამიანთან ყველაფერს გამოასწორებს. თუ პრობლემა არ გადაწყდება, გთავაზობთ, იყოლიოთ შინაური ცხოველი. საზრუნავი მოგემატებათ, მაგრამ გამხიარულდებით.
12. შავი ფანქარი
წყარო: mins.ge