“აიღეთ სამი ცალი ორ ლარიანი, 7 სანთელი და ლარიანი, შემდეგ კი..” – ნახეთ გააკეთეთ ეს რიტუალი თუ 2023 წელს სიმდიდრე და ბედნიერება გსურთ

0

2023 კატა-კურდღლის (ჩინეთში კურდღელი, აღმოსავლეთში კატა) წელია. ასტროლოგებმა ფერთა გამა უკვე “გაამზადეს”, თუ რა ფერში უნდა მოვრთოთ ნაძვი, რა ფერში უნდა შევიმოსოთ ახალი წლის ღამეს, რა უნდა გვედოს სუფრაზე და შემდეგ.მიხეილ ცაგარელი მომავალ წელს, დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად, ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევს და თანამემამულეთ გამრავლებისკენ მოუწოდებს.
ასტროლოგი “პრაიმტაიმის” მკითხველს რჩევებს აძლევს.
მიხეილ ცაგარელი: საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერი კურდღლის ხორცის გარდა. დანარჩენი რაც გნებავთ – მამაპაპური კერძები იქნება, თუ ეგზოტიკური, ყველაფერი ნებადართულია…

კატა-კურდღლის წელში ძირითადი ფერი ლურჯია. ნაძვი შეგიძლიათ ძირითადად ამ ფერში მორთოთ. ფერთა გამა ფართეა – შავი, თეთრი, ყვითელი, ბეჟი, ოქროსფერი, მწვანე. მცირეოდენ აქსესუარებში, დამხმარე ფერად წითელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. წითლიდან ენერგია მოდის. 2023-ში ენერგიის ნაკლებობაა და მცირე დოზით წითლის გამოყენება, შეგვიძლია.

კარგი იქნება თუ ნაძვის გვერდით დადგამთ ჩიჩილაკს და მანდარინის ხეს ან მის ტოტს. მანდარინის ხე აღმოსავლეთში ნაძვის ხედ ითვლება. ეს არის ხვავისა და ბარაქის აღმოსავლური ვარიაცია.

ახალი წლის ღამეს დაანთეთ შვიდი სანთელი. თუ სანთლები ზემოთ ჩამოთვლილ ფერებში იქნება, ხომ კარგი. მადლობა გადაუხადეთ წინა წელს. როდესაც დადგება ახალი წელი, ჩაუთქვით სურვილი თითოეულ სანთელს.

2023 წელს წყლის სტიქია მართავს. წყალი ფინანსების სტიქიაა. შეგიძლიათ საახალწლო სუფრაზე დადგათ კატის ან კურდღლის ფორმის ყულაბა. სამი ორ ლარიანი და ერთი ლარიანი მოიმარაგეთ და ყოველ ჩაგდებაზე ჩაუთქვით ფინანსური სურვილი. ამ ფულის გამოყენება 22 იანვრის შემდეგ შეგიძლიათ. რეალურად, ამ რიცხვიდან შემოდის კატა-კურდღლის წელი.

ძირითადად, მშვიდი წელი იქნება. ვეფხვის წელიწადი ყოველთვის მძიმე და საომარია. კატა-კურდღელი ამოსუნთქვის და დასვენების საშუალებას გვაძლევს. შემდეგ დრაკონი მოდის, რომელიც არანაკლებ შემტევია, ვიდრე ვეფხვი. 2023 ამოსუნთქვის, ტაიმ აუტის პერიოდია.

ომი გაგრძელდება, მაგრამ ომის ფორმა ტრანსფორმირდება და მაისისკენ დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობები იქნება გამოყენებული. ზამთარი ბევრ საკითხს გადაწყვეტს.

ეს წელი, საქართველოსთვის, დემოგრაფიული კუთხით მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ კატასტროფის წინაშე დგას. გაეროს ოფიციალური ცნობით, 30 წლის შემდეგ ქართველები, იმ გამრავლების ტემპით, რაც დღეს გვაქვს, საქართველოში უმცირესობა გახდება.

კატა და კურდღელი როგორც მრავლდება, ყველამ ვიცით. ამიტომ საუკეთესო წელია გამრავლებისთვის, ოჯახის შექმნისთვის, სასიყვარულო ურთიერთობისთვის.

კატა ინტუიციური ნიშანია. ადამიანებში ინტუიცია მოიმატებს, მოიმატებს დიპლომატიურობა, თავისუფლების შეგრძნება და დამოუკიდებლად მოქმედების პრინციპები.

მოკლედ, ჩვენ თუ არ გავმრავლდით, დედა გვეტირება!ასე პირდაპირ ვიტყვი. საგანგაშო ფაქტია, რომ წელს პირველი წელიწადია (ოქტომბრის სტატისტიკის ჩათვლით), როდესაც საქართველოში ქართული ეთნოსი დაიბადა ნაკლები, ვიდრე სხვა აქ მცხოვრები. ასეთი რამ აქ არ ყოფილა. ასე, რომ გამოვიყენოთ კატა-კურდღლის წელი.

Share.