“აი დაიმახსოვრეთ ეს დღე! ამის გამო მე ან დამიჭერენ, ან…” – გიორგი სუხიტაშვილს საფრთხე ემუქრება?

0

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთ-უკრაინის ომში რუსულ მხარეს ირჩევს. ამასთან სუხიტაშვილი ფიქრობს, რომ ამ მოსაზრების გამოთქმის გამო, შესაძლოა, მასზე ზეწოლა მოახდინონ, დააკავონ ან სხვა ზომებს მიმართონ.
“აი დაიმახსოვრეთ ეს დღე!
ამ ხმამაღალი საუბრის გამო. ან დამიჭერენ, ან ნარკომანობას შემტენიან, ან იარაღს ჩამიდებენ, ან გამაგდებენ ან დამაშანტაჟებენ, ან ჩემსას ვინმეს დაიჭერენ, ან …. ამ ქვეყანაში ასეა!

პირდაპირ ვამბობ, არც კრიმინალი ვარ, არც ასეთი წარსული მაქვს, სიგარეტიც არ მომიწევია! ერთკ იარაღი მაქვს და ისიც ყველანაირი ნებართვით!

მომისევენ (ისედაც მოსეულია მაგრამ უფრო) ტროლ-ბოტებს!

იცოდეთ რომ ჩემზე კანონმორჩილი ცოტა თუ მეგულება. მაგრამ აქ კიდიათ! სიმართლეს იტყვი და ყველაფერი ხარ!!!

მე არ მეშინია! პუტინის დედა მო***ან. ჩვენი მთავრობა რუსეთის მხარეზეა!!! #CHMORLAND” – წერს სუხატაშვილი

Share.