აი თურმე როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამ ხემ მეტი ბარაქა მოგვიტანოს ოჯახში

0

არავინ იცის, როდის გაჩნდა ლეგენდა ფულის ხის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ მრავალ ადამიანს სჯერა მისი. ფულის, იგივე ბარაქის ხე დღეს თითქმის ყოველ მეორე ქართულ ოჯახში დგას. როგორ მოვაშენოთ და მოვუაროთ ამ მცენარეს ისე, რომ მართლაც “წაეშველოს” ჩვენს ჯიბესა თუ საფულეს? დიახ, ძალიან ბევრ ადამიანს სწამს, რომ ხეს ფინანსური კეთილდღეობის მომტანი აურა აქვს. თუ თქვენც გჯერათ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:
ფულის ხე მაღაზიაშიც შეიძლება შეიძინოთ, მაგრამ უმჯობესია, თუ თავად მოაშენებთ. ამისათვის ერთი ფოთოლიც საკმარისია, რომელიც, სასურველია, სხვის ხეს მალულად მოაცალოთ.
სანამ დარგავთ,
3-5 საათით გააჩერეთ და მხოლოდ შემდეგ ჩარგეთ ქოთანში. ყველაფრისგან დაზღვეული რომ იყოთ, ნარგავს თავზე მინის ქილა დააფარეთ, თუმცა დღეში ერთხელ მაინც მოხადეთ, რათა ჰაერთან შეხება ჰქონდეს. როცა ნარგავი “წამოიზრდება, შეგიძლიათ ქილა მოაშოროთ.

ხშირი მორწყვა არ სჭირდება, წყალი მხოლოდ მაშინ დაუსხით, როცა შეატყობთ, რომ მიწა გამოშრა. ნათელ ადგილზე მოათავსეთ, მის ფოთლებზე მზის სხივები კარგად მოქმედებს.

ფენ-შუის თანახმად, ფულის ხე ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უნდა დადგათ, იდეალურ შემთხვევაში, ფანჯრის რაფაზე. ბინის სწორედ
ეს ნაწილი განსაზღვრავს ოჯახში სიმდიდრეს, ამიტომაც არის ბარაქის ხისთვის ფანჯრის რაფა ყველაზე შესაფერისი ადგილი.

ეფექტის გასაძლიერებლად, ქოთანში ხურდა ფულიც უნდა ჩააყოლოთ. ბედობის დღეს კი ფოთლებზე ქაღალდის კუპიურები უნდა დაუმაგროთ.

თუ ახალამოსული ფოთლები სწრაფად გაიზარდა, ესე იგი ოჯახში მოულოდნელად ფული შემოვა.
თუ ხემ მოიწყინა და ფოთლები ჩამოცვივდა, ზარალისთვის მოემზადეთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ “გალანძღოთ” ბარაქის ხე. ის ყველანაირად ცდილობს ოჯახის დახმარებას.
წყარო: geoposts1.ru

Share.