“აი რამდენ ხანს გრძელდება იდეალური სექსი..” – ნახეთ კითხვები, რომლებზეც პასუხი ყველას აინტერესებს

0

Teen Vogue სექსის შესახებ Google-სთვის ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს აქვეყნებს და მკითხველს მათზე პასუხებს სთავაზობს.
1. რა არის სექსი? – მარტივი განმარტებით, სექსი ადამიანებს შორის გენიტალიებით კავშირია, თუმცა სექსოლოგები ამბობენ, რომ სექსი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ გენიტალიებით კავშირი.
2. რა მეტკინება სექსის დროს? – სექსი მტკივნეული არ არის, თუ მტკივნეულია, მაშინ გარკვეულ სექსოლოგიურ პრობლემებთან გაქვთ საქმე. თუ სექსის დროს რაიმე გტკივათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

3. როგორ განცდებს იწვევს სექსი? – ყოველ ჯერზე სექსმა შეიძლება სხვადასხვაგვარი განცდა გაგიჩინოთ. საუკეთესო სექსის შემთხვევაში, სასიამოვნო შეგრძნებებით ივსება მთელი სხეული.

4. როგორ უნდა მივაღწიო იმას, რომ საოცნებო სექსი მქონდეს? – მთავარია, სექსის დროს საოცნებო სექსზე არ იფიქროთ. კონკრეტულ მომენტში მხოლოდ პარტნიორზე და სიამოვნების მიღებაზე მოახდინოთ კონცეტრირება, არ გაფანტოთ ყურადღება.

5. როგორ ვაკოცო? – „გუგლს“ ამ კითხვასაც ხშირად უსვამენ. კოცნა საკმაოდ მარტივია და როცა ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან გაქვთ, ყველაფერი ბუნებრივად და მარტივად ხდება.

6. რამდენ ხანს გრძელდება სექსი? – საშუალოდ, სექსის ხანგრძლივობა 7 წუთია. რა თქმა უნდა, ეს ადმიანებზეა დამოკიდებული და შეიძლება უფრო ხანგრძლივი, ან უფრო ხანმოკლე სექსითაც დაკავდეთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ენერგიული ხართ.

7. რამდენ კალორიას წვავს ადამიანი სექსის განმავლობაში? – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს კავდებით სექსით და რამდენად აქტიური ხართ სექსის დროს.

წყარო: fbesport.com

Share.