“აი რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა მთელი თვე სექსი არ გვაქვს..” – ნახეთ მკვლევარების დასკვნა პირღია დაგტოვებს

0

თვით რომის პაპმა ფრანცისკემაც კი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ქრისტიანული თემის, კათოლიკური თემის მეთაურია, განაცხადა, რომ სექსი ღვთაებრივი სიამოვნებაა. მაგრამ პაპ ფრანცისკესგან განსხვავებით უამრავი ქართველი რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში თვეობით და ხანდახან წლობითაც კი უარს ამბობს სექსზე. მათთვის სექსი არის ბუნებისგან დაკანონებული ღორობა, რასაც ძალიან იშვიათად და ისიც მხოლოდ გამრავლების მიზნით მიმართავენ. ამ ადამიანებს რატომღაც მიაჩნიათ, რომ რომის პაპზე უფრო ქრისტიანები არიან, პაპზე, რომელიც 1, 3-მილიარდიან თემს წინამძღოლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მაგრამ მოდით, დეტალურად განვიხილოთ, თუ რა დრამატულ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში არათუ წლების, არამედ თუნდაც ერთი თვის მანძილზე სექსისგან თავშეკავება და რა დასკვნებამდე მივიდნენ ამ მხრივ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები:

წნევა იმატებს

ადამიანს, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე სექსი არ აქვს, მაღალი არტერიული წნევა ტანჯავს. კვლევის თანახმად, რომელიც Medical Journal of Bioloical Psychology-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ცდის პირებს ორი კვირით სექსისგან თავშეკავების შემდეგ იმ ადამიანებზე მაღალი წნევა ჰქონდათ, რომლებსაც პირიქით, 14 დღის მანძილზე ჰქონდათ რეგულარული სექსი.

დასუსტებული იმუნური სისტემა

სექსი იმუნურ სისტემას აძლიერებს. როგორც სექსის, ასევე ინტენსიური კოცნის დროს იმუნური სისტემა იმდენად მაღლდება, რომ ვირუსები და ბაქტერიები მას ვერ ამარცხებენ. კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მეტი სექსი აქვთ, ანტისხეულების რაოდენობაც სისხლში მეტი აქვთ. ამის შესახებ დასკვნა ვილკს-ბერის უნივერსიტეტის მკვლევარებს ეკუთვნით.

იმატებს სტრესის დონე

ორგაზმის დროს ენდორფინები გამოიყოფა. ენდორფინებს სხვაგვარად “ბედნიერების ჰორმონებსაც” უწოდებენ. მათი მეშვეობით სტრესის დამარცხებაა შესაძლებელი. გარდა ამისა ორგაზმის დროს გამოიყოფა ასევე ოქსიტოცინიც, რომელიც შიშებს აქრობს და სტრესის წარმოშობას აფერხებს.

WebMD-ის ექიმების ბლოგი ამტკიცებს, რომ სექსზე უარის თქმის შედეგად სტრესის დონე მკვეთრად იმატებს.

მეტი ტკივილი

სექსი ასევე გვეხმარება დაჭიმული კუნთების შემსუბუქებაში. ამ დროს ოქსიტოცინთან და დოპამინთან ერთად პროლაქტინი, სეროტონინი და ადრენალინიც გამოიყოფა, რასაც ნარკოტიკული თრობის მსგავსი ეფექტი აქვს. ამ პროცესს კი ტკივილების მნიშვნელოვნად შემსუბუქება შეუძლია. სექსზე უარის თქმით ორგანიზმი ტკივილს უფრო მწვავედ განიცდის.

სექსუალური ჟინის კლება

სექსის დროს ორგანიზმი ენდორფინებით იჟღინთება. თუ დიდი ხნის მანძილზე სექსი არ გვაქვს, ტვინი ენდორფინების გამოყოფას სექსთან თანდათან სულ უფრო ნაკლებად აკავშირებს. ამის შედეგად ადამიანს სულ უფრო ნაკლები აქვს სექსის ქონის მოთხოვნილება. შემდეგ ადამიანს ლიბიდო უქრება და რეპროდუქციულ უნარსაც კარგავს.

რა გვეხმარება ამის წინააღმდეგ? “სექსი!” – ამტკიცებს სექსუალური თერაპევტი დოქტორი თამი ნელსონი Medical Daily-სთან ინტერვიუში.

ზემოქმედება ტვინზე

2003 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ სექსი ხელს უწყობს ნეიროგენეზს თავის ტვინში. ნეიროგენეზი არის ტვინში ნერვული უჯრედების წარმოქმნა, რასთანაც უშუალო კავშირშია ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობები. კვლევის თანახმად ჰიპოკამპუსის არეალში სექსი ახალი უჯრედების წარმოქმნას განაპირობებს. ტვინის ეს მონაკვეთი პასუხისმგებელია მეხსიერებაზე. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება ადამიანს დემენციისგან იცავს.

გაუარესებული გუნება-განწყობა

სექსის არმქონე ადამიანებს ცუდი ხასიათი აქვთ. ეს განსაკუთრებით ქალებში ვლინდება. ხანგრძლივად სექსზე უარის თქმა დეპრესიის და სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების გაჩენის საწინდარია.

თუმცა მარტოობასაც აქვს თავისი უპირატესობები. მაგალითად, მარტო მცხოვრები ადამიანებს ნაკლები რისკი აქვთ სხვადასხვა დაავადებებით დასნებოვნების, რაც სქესობრივი გზით ვრცელდება. მაგრამ მეორეს მხრივ ამ დაავადებებით დასნებოვნება მარტივად არის შესაძლებელი სრულიად სხვა გზებით (თუნდაც სილამაზის სალონში ვიზიტისას). ასე რომ, სექსის არქონა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ამრიგად, ცალსახაა, რომ ხანგრძლივი დროით სექსზე უარის თქმა საკუთარი თავისთვის სამარის ამოთხრას უდრის. თუმცა, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე ზოგიერთები ამას მაინც აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და თავად პლანეტის ყველაზე დიდი ქრისტიანული თემის ლიდერიც კი მოგვიწოდებს ადამიანებს, სექსით დავკავდეთ. რატომ ხდება ეს ასე და თვითგანადგურების რა მექანიზმი მუშაობს ამ დროს იმ ადამიანის ტვინში, ვინც სექსზე ნებაყოფლობით ამბობს უარს, ეს სრულიად გაუგებარია.
წყარო:bbcnews.ge

Share.