“ამ ეტაპზე საქართველოს მედიცინამ…” – სასწრაფოდ ლევან რატიანი ამ წუთებში მთელი ქვეყნისთვის სასიხარულო ამბავს ვარცელებს

0

“ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“,
– ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„ძალიან გული მწყდება ყოველთვის, როცა საერთაშორისო კონფერენციაზე დავდივარ, საქართველოს მედიცინა წინა პლანზე არ დგას. ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი, კარგი, განათლებული ექიმი ყავს და ვოცნებობ, რომ ჩემი ქვეყანა მოწინავე რიგებში იდგეს, რადგან ეს ქვეყანა ამას იმსახურებს, პირველ რიგში წარსულით. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დარგში პირველი გამოჩნდეს. ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტი მოხვდა. ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ ინფექციის საწყის ეტაპზე ექიმები დაბნეულები იყვნენ, თუმცა შემდეგ ისწავლეს

„28 თებერვალს დამიბარეს სამინისტროში და მითხრეს, რომ კოვიდინფექციის ცენტრად უნდა გადავკეთდეთ, ძალიან რთულია, აშენებული კლინიკის დანგრევა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა, გადავწყვიტეთ, პირველი გავმხდარიყავით ამ ბრძოლაში. გადავკეთდით კოვიდინფექციის ცენტრად – ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი შრომა, ნერვიულობა. ამ ინფექციაზე ბევრი გვქონდა წაკითხული, თუმცა როდესაც პირველი პაციენტი მივიღეთ, არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ეს ვიცოდით. პირველმა პაციენტმა, რომელიც 10 მარტს შემოვიდა, თავიდან ბოლომდე დაგვაბნია, მაგრამ დღეს დავწყნარდით, მოვლაც ვისწავლეთ, მკურნალობაც და ტაქტიკაც. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენმა კლინიკამ ამ დრომდე 150 პაციენტი გაატარა. ამ ეტაპზე, ომი მოვიგეთ“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

Share.