”ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ნოე სულაბერიძემ დამირეკა, ნერწყვს ძლივს ყლაპავდა და მითხრა…” – ბექა ყორშია

0

უკ­რა­ი­ნას სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და გა­და­ცე­მა “პრა­იმ­შო­უს“ გუნ­დმაც და მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით, ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც წამ­ყვა­ნე­ბი უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფონ­ზე დგა­ნან.
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ზი­ა­რე­ბულ ფო­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.
csaj

“მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა ბექა ყორ­ში­ამ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წამ­ყვა­ნე­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

“ამ ფო­ტოს ჰქვია: “ნოე, ბო**იშ­ვი­ლი ვიყო რამე მო­ვი­ფიქ­როთ, თორე სუყ­ვე­ლა დე­დის ტრ…ს გვა­გი­ნებს…”

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბექა ყორ­ში­ამ კი­დევ ერთი პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც წერს, რომ ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა და ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ მას პი­რა­დად და­უ­რე­კა:

“ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ და­მი­რე­კა, ნერ­წყვს ძლივს ყლა­პავ­და და მო­მა­ყა­რა, მეო, პა­ტივს გცემ და გა­ფა­სე­ბო, ესაო, ისაო, არაა ახლა ჩვე­ნი და­ცინ­ვის დროო.

ნოე, ჩემ­თან და­რეკ­ვას და კაი ტი­პო­ბის მტკი­ცე­ბას ჯობ­და, “იმედ­ში” შენს უფ­როს­თან და­გე­რე­კა და გეთ­ქვა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ამ უმ­ტკი­ცე­სი ბრძო­ლის გა­შა­ვე­ბა და დის­კრე­დი­ტა­ცია ბო­რო­ტე­ბაა. ან მა­შინ და­გე­რე­კა ჩემ­თვის, როცა ქა­რელ­ში ჩემი ოპე­რა­ტო­რი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­აგ­დეს.

მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე და კო­ბა­ხი­ძე გა­მო­ვიდ­ნენ ბრი­ფინგზე და თქვეს, ყორ­შია პრო­ვო­კა­ტო­რია და იმ­სა­ხუ­რებ­დაო. ამ გან­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე კო­ბა­ხი­ძე გა­და­ცე­მა­ში მი­იწ­ვიე და გვიმ­ტკი­ცებ­დი, რომ კარ­გი ტი­პია. ჩემი ამ­ბა­ვი რა მო­სა­ტა­ნია, ზაზა სა­რა­ლი­ძეს აშა­ვებ­დით 6 თვე. გა­და­სა­რე­ვი ხელ­ფა­სია 30 ათა­სი ლარი, მარა ადა­მი­ა­ნო­ბაც გა­და­სა­რე­ვი რა­მეა. ჰოდა, არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი ხართ მანდ ყვე­ლა­ნი და სა­ნამ სახე არ გაგ­ძვრე­ბათ, ვერ მო­ვის­ვე­ნებ…“ – წერს ყორ­შია.

წამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ჟურნალისტ ბექა ყოშიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ ზოგჯერ რაღაცეების ატანა გვიწევს, მათ შორის ბულინგის და ამიტომ ყოველთვის ასეთ შემთხვევებში ვცდილობ ცივად გავატარო, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი ბიჭუნას უზრდელობამ ეს წესი ოდნავ დამარღვევინა. სამწუხაროდ არ ვიცი რატომ, ))) მაგრამ ბლოკში ვარ და ადრესატს ვერ ვპასუხობ, რომელსაც მართლა დავურეკე და რაც მოისმინა ჩემგან მართლა ყველაფერი იყო ქების გარდა, ერთადერთი შევეცადე კორექტული ვყოფილიყავი და შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, რაც კარგად გამომივიდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო.

ზოგადად, ერთს ვიტყვი: რანაირი “კაცი” უნდა იყო, ასეთ დროს ასე რომ გეღლიცინებოდეს, ბულინგის ორგანიზებისთვის რომ გეცალოს და სანამ ჩვენს გულწრფელ განწყობაზე, რომელიც ამ ფოტოს დადებით აისახება ადამიანებს დაგეშავ, სიმართლის ლაპარაკი ისწავლე და ნებისმიერ ჩვენგანივით შეიყვარე ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ სამწუხაროდ ეს ყველა ხვედრი არ არის!

p.s ბევრი მიზეზის გამო ვამაყობ იმით, სადაც ვმუშაობთ და ყოველთვის ასე იქნება

Share.