თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს უკვე ეცნობა. მანამდე კი “ამბები.ჯი” სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მათ სანდო წყარომ მიაწოდა და წერს, რომ ამ მასალებში ერთი საეჭვო გარემოებაა.
“თამუნას ავტომანქანა, დიდი ალბათობით, შედარებით დიდი მანქანითაა მიტანილი, სავარაუდოდ, ევაკუატორით, რაზეც მანქანის საბურავების კვალი მიანიშნებს. თანაც ეს კვალი მოდის და გაჩერებული ,,ჰიუნდაის” უკანა მხარეს, მანქანამდე დაახლოებით 20-30 სმ-ზე წყდება.
ანუ გოგონა თავისით თუ მივიდა და გააჩერა მანქანა, იმ 30 სანტიმეტრს გადაახტა? რატომ არ მიჰყვება საბურავის ნაკვალევი მანქანას ბოლომდე? აშკარაა, როცა ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, მერე მიიტანეს მისი გვამი მანქანიანად იმ ადგილას.
ის მანქანა თუ 4 დღე იქ იყო გაჩერებული, პოვნის წინა დღეს წვიმიანი ამინდი იყო და ბალახზე ტალახი არ უნდა გადაერეცხა? არის ვერსია, რომ თამუნას თავის მოკვლა აიძულეს და რამდენიმე დღის განმავლობაში მანქანიანად სადღაც ავტოფარეხში ჰყავდათ გადამალული”, – ამბობს წყარო.
ასევე ვრცელდება ვერსია, რომ თეთრიწყაროს რაიონში, სადაც გოგონა ბოლოს ცოცხალი ნახეს, თამარი მანქანაში მარტო არ იყო. გოგონა ძალიან დაბნეული იყო და კონკრეტულ ადგილს ეძებდა.
წყარო: resonancedaily.com