ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილია. შემზარავი ტრაგედია 18 ივლისს, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 30 წლამდე ქალი სახლში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს.
მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის ცხედარი ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს ოჯახში.
ოჯახის ახლობლების თქმით, მათ მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე ვერსია განიხილება. მათი თქმით, სხეულს მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.
”ძალიან თბილი და უკონფლიქტო ადამიანი იყო, არავისთან ჰქონია დაძაბული ურთიერთობა” – ამბობს გოგონას ახლობელი.
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული გოგონა ქმარს გაშორებული იყო, მას 12 წლის ბავშვი დარჩა.