გუშინ, საგარეჯოში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 4 წლის გოგონა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული გოგონა აითაჯ შახმაროვა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.
როგორც გოგონას დედა ჰყვება, მათი შვილი ასლანოვმა მოიტაცა და მის მიმართ ძალადობას მკვლელობამდეც ჰქონდა ადგილი. ქალი ამბობს, რომ 14 წლის გოგონას სახლში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ალიმ ასლანოვი ამის საშუალებას მას არ აძლევდა.
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს მოკლულის ფოტოს და წერს: “ანგელოზი, გარდაცვლილი 14 წლის გოგო”.
როგორც დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ხმალაძე ამბობს, მას შემდეგ რაც 14 წლის გოგოონა სკოლაში არ გამოცხადდა, მოიკითხეს, თმცა მშბლებმა თქვეს, რომ მათი შვილი სტუმრად იყო.
“სკოლამ მოიკითხა, საქმის კურსში ჩააყენა, რომ არ ცხადდება ბავშვი სკოლაში, თუმცა მშობლებმა განაცხადეს, რომ 2 დღეში აუცილებლად მოვიდოდა, სტუმრად იყო წასული გარდაბანშიო.
გონივრული ეჭვიც არ ჰქონია არავის, არც სკოლამ იცოდა და არც ჩვენ ვიყავით საქმის კურსში. სასწავლო წელი დაამთავრა ჩვეულებრივად, სრულად, ძალიან მოწესრიგებული და კარგი გოგონა იყო. 23 რიცხვში კი დამრიგებელმა დაურეკა მშობელს, ის არ გამოდიოდა კონტაქტზე. მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დაიბარეს სკოლაში ეს მოხდა 5 ოქტომბერს და თქვა, რომ 2 დღეში მოვიდოდა ბავშვი სკოლაში,” – აცხადებს ხმალაძე.