“ანიტამ გაიღვიძა დედიკოს ხმაზე…” – ნახეთ როგორაა პატარა ანიტა უმძიმესი საათების დროს

0

დიალიზმა კარგად ჩაიარა!
👉🏻 ანიტა ინარჩუნებს სტაბილურობას.
ექიმები გვარწმუნებენ, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.
🔹 როგორც მოგახსენეთ, პოსტ-საოპერაციო 24 საათი კრიტიკული იქნება.
🔹 რადგან ბავშვი მართვით სუნთქვის აპარატზეა, ექიმები მას ხელოვნური ძილის მდგომარეობაში ამყოფებენ.
მიუხედავად ამისა, ანიტამ გაიღვიძა დედიკოს ხმაზე.
🔹 მომდევნო დღეების განმავლობაში, ხშირად გამოაფხიზლებენ, ნევროლოგიისა და გულის მუშაობის შესამოწმებლად.
🔹 ხვალიდან დაიწყება სისხლში ინფექციისა და სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა.
👏🏻 ჩვენი ელჩი, არჩილ ძულიაშვილი, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ხაზზე იყო, ხოლო დღეს დილით კი, უკვე ქალაქ ჩენაიში ჩაფრინდა და ანიტას ოჯახს ყველა სახის დახმარებას უწევს.
❣️ ჩვენ გვჯერა სასწაულების და თქვენი ერთიანობის ძალის!
#ანიტას ❤️სთვის

Share.