ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს პირველი შვილი, დამიანე რამდენიმე დღის წინ შეეძინათ.
მშობიარობისთვის დასასწრებად კვარა სასწრაფოდ ნეაპოლიდან თბილისში ჩამოფრინდა, რათა მეუღლის გვერდით ყოფილიყო, შვილის დაბადების შემდეგ კი ისევ იტალიაში დაბრუნდა.
Gazzetta News-ის ინფორმაციით,
ანტონიო კონტემ ნაპოლის გუშინდელი ვარჯიში დილის ნაცვლად საღამოს ჩაატარა,
რათა კვარას შვილის დაბადების შემდეგ იტალიაში ჩაესწრო და სავარჯიშო პროცესში სრულად ჩართულიყო.