“აპრილის ბოლოდან ყოველდღიურად 50-ს, ან რამდენიმე ასეულ ინფიცირებულს ვვარაუდობთ” – ეკატერინე ტიკარაძის განცხადება (ვიდეო)

0

აპრილის ბოლოდან ყოველდღიურად 50-ს, ან რამდენიმე ასეულ ინფიცირებულს ვვარაუდობთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„არის იმის მოლოდინი, რომ შეიძლება მოხდეს შიდა გავრცელების გაზრდა, რასაც ჩვენ ვთვლით, რომ სავარაუდოდ აპრილის ბოლოდან და უკვე პიკს მაისის დასაწყისში ველოდებით.

ეს რამდენიმე ასეული პაციენტი იქნება. თუ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მატება ათეულობით, სავარაუდოდ, ვფიქრობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან, თვის ბოლოდან, ეს იქნება 50 და რამდენიმე ასეული ყოველდღიურად,“- განაცხადა ტიკარაძემ.

Share.