“არაფერი ამართლებს ნინოს ამ ტონს,მსუქნებზე და მოუქნელებზე ამას რომ იტყვის ადამიანი..”

0

ან ცეკვავ ისე, რო­გორც მო­ვი­თხოვ, ან სა­ერ­თოდ არ ცეკ­ვავ, მი­დი­ხარ ჩემ­გან…“ – ამ სი­ტყვებს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ეუბ­ნე­ბა. ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­სამ­ბლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს… აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს უყ­ვი­რის და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს…
ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი:

– ჩვენ­თან არა­მარ­ტო გა­რეგ­ნო­ბას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სი­გამ­ხდრეს, სი­მაღ­ლეს, გა­სა­გე­ბია, შე­იძ­ლე­ბა და­ბა­ლი ბიჭი იყოს „ტრი­უ­კა­ჩი“ და ეს მო­სუ­ლა და რა თქმა უნდა, აქაც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ტექ­ნი­კუ­რო­ბას და ცეკ­ვის ცოდ­ნას. ასე­ვე ჩაც­მა უნდა იცო­დეს. ან ცეკ­ვავ ისე, რო­გორც მო­ვი­თხოვ, ან სა­ერ­თოდ არ ცეკ­ვავ, მი­დი­ხარ ჩემ­გან… სა­შუ­ა­ლო მო­ცეკ­ვა­ვე აქ არ მინ­და… 4 წუთი არის მაქ­სი­მუ­მი, ძა­ლი­ან ბევ­რი რომ გა­მო­იც­ვა­ლო, საკ­მა­რი­სი დროა. ორ­წუთ­ნა­ხე­ვარ­ში იც­ვლის ხალ­ხი, ილო­ურ­ში და სა­მა­ი­ა­ში, როცა სა­ჭი­როა.

ვაქ­ვეყ­ნებთ კო­მენ­ტა­რებს, რომ­ლე­ბი­თაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

“ჩემ­მა შვილ­მა ცეკ­ვა­ზე სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა იარა. სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კვან­წე­ბი ( ვი­საც ერთხელ მა­ინც გი­ნა­ხავთ მისი ზა­ხა­რა პაპა, მიხ­ვდე­ბით რაზე ვლა­პა­რა­კობ). მი­ვიყ­ვა­ნე სკო­ლას­თან არ­სე­ბულ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის წრე­ზე, რო­მელ­საც მისი კლა­სე­ლის პაპა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და…. ცოტა ხან­ში და­ვა­ტყვე, რომ არ მი­უ­ხა­რო­და ცეკ­ვა­ზე და ჩა­ვუთ­ვა­ლე “დის­ციპ­ლი­ნას­თან მი­უჩ­ვევ­ლო­ბა­ში”…. რას ვი­ფიქ­რებ­დი, რას ნიშ­ნავ­და ამ “ში­ნა­უ­რი კა­ცის” დის­ციპ­ლი­ნა.

ერთ დი­ლას ჩუს­ტე­ბი სახ­ლში დაგ­ვრჩა და ვუ­თხა­რი, არა უჭირს, ისე­თი “ბა­ლეტ­კე­ბი” გაც­ვია, არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა-თქო და აი, მანდ და­ი­წყო ტი­რი­ლი. არაო, მე იქ ჩუს­ტე­ბის გა­რე­შე ვერ შე­ვალ, იმი­ტომ რომ როცა ბავ­შვებს რამე ავი­წყდე­ბათ, ან ეშ­ლე­ბათ, მას­წავ­ლე­ბე­ლი იგი­ნე­ბა და ჯო­ხით ურტყამ­სო… სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი მით­ქვამს არც იმ “ქო­რე­ოგ­რა­ფი­სათ­ვის” და არც სკო­ლის­თვის. მოვ­კი­დე ხელი ჩემს ნა­ნოს და წა­მო­ვიყ­ვა­ნე ცეკ­ვის წრი­დან. ჰო და ასე, გა­ი­ზარ­და ჩემი შვი­ლი ზაქ­რო პა­პას დოლ­ზე დაკ­რულ­ზე ნას­წავ­ლი კვან­წე­ბის იმე­დად. ვერც ერთ დარ­ბაზ­ში ვერ მოხ­დე­ბა ისე­თი დი­დე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც ბავ­შვე­ბის ცრემ­ლე­ბის, ანდა დი­დე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის ფა­სად ღირ­დეს”.

“ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს თავ­ზე ჩხა­ვი­ლის და შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე ვერ აგე­ბი­ნებს საქ­მეს? და ამ ყვე­ლაფ­რის ტა­შის მკვრე­ლებს მერე გიკ­ვირთ, სამ­სა­ხუ­რებ­ში ცუ­დად რა­ტომ გექ­ცე­ვათ უფ­რო­სი?“

“უზ­ნე­ო­ბაა ერთი მხრივ, წუ­წუ­ნებ­დე შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და დამ­საქ­მებ­ლე­ბის თავ­ხე­დო­ბა­ზე, მე­ო­რე მხრივ, ამ ვი­დე­ოს ქვეშ ხა­ტავ­დე გუ­ლებს და მოგ­წონ­დეს, რო­გორ შე­უ­რა­ცხყო­ფენ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს.“

“და ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი დღემ­დე ურტყა­მენ სა­ხა­ზავს ბავ­შვებს ფე­ხებ­ზე?“

“მსუქ­ნე­ბი და მო­უქ­ნე­ლე­ბი ვცეკ­ვავთ რეს­ტო­რან­ში, მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბია და კი, ოდით­გან­ვე აქ­ცევ­დნენ ეგე­ნი ყუ­რა­დღე­ბას წო­ნას და გა­რეგ­ნო­ბას ცეკ­ვის ტექ­ნი­კას­თან ერ­თად…“

“სა­ნამ ასე­თებს ტაშს ვუკ­რავთ და “ვგუ­ლავთ” სცე­ნა­ზე გა­ნარ­ნა­რე­ბუ­ლი თვა­ლის სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის და იქ მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის სტრეს­ზე არ ვფიქ­რობთ, დამ­ცი­რე­ბა და სრუ­ლი “ბუ­ლინ­გი” რომ ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნებს, მა­ნამ “საბ­ჭო­თა” მენ­ტა­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი სულ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან და ამ მიდ­გო­მით ივ­ლი­ან. კარგ საქ­მეს აკე­თებს, არას­წო­რი მიდ­გო­მით. არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ ამარ­თლებს ამ ტონს!”

Share.