მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც იმედა კახიანის სახლი, სვანიძის ქუჩაზე რეალურად, “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობს, ანა ჩირაძეს ეკუთვნის. მისი თქმით იმედა კახიანი მურთაზ გვიდიანმა ანი ჩირაძის მსგავსად მოატყუა და მისი ოჯახიც ანალოგიურ სიტუაციაშია.
“17 წლის წინ გავყიდეთ უზარმაზარი ბინა თანხა გადავეცით ბატონ მურთაზ გვიდიანს იმ იმედით რომ სახლი ძალიან მალე გვექნებოდა! სამწუხაროდ ანის მსგავსად ჩვენც ანალოგიურ დღეში ვართ! დღემდე არ მაქვს ბინა და არც კი ვიცი მექნება თუ არა! მთავარი არხი გთხოვთ დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ! გააშუქეთ რეალური ამბავი და არა მოგონილი ბოდვა! ანის კი წარმატება და ჩემი მხარდაჭერა ! იმედია ყველა თავის კუთვნილ ბინას მიიღებს ძალიან მალე!” – წერს ნინი ბადურაშვილი.