„არ მინდა რომ უბრალოდ ინვალიდობის შედეგად ჩავქრე, თორემ მე რომ არ მეშინია საკუთარი სიცოცხლის რისკის, მგონია, ეს უკვე დავამტკიცე” – სააკაშვილი

0

“სულ რომ მომაკვდავი ვიყო, ახლა უკრაინაში ყოფნა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია”– ამბობს მიხეილ სააკაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
“ჯერ ერთი სასწრაფოდ მჭირდება მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დასრულდება ჩემი დაინვალიდებით და სიკვდილით. არ მინდა უბრალოდ ინვალიდობის შედეგად ჩავქრე, თორემ მე რომ არ მეშინია საკუთარი სიცოცხლის რისკის, მგონია, ეს უკვე დავამტკიცე”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ივანიშვილი მისი ციხეში ყოფნით აღასრულებს პუტინის გეგმას და ეს უკრაინის ფონზე განსაკუთრებით ნათელია.

ის დარწმუნებულია, რომ “ახლა უკრაინაში უნდა იყოს პუტინთან ყველაზე პირველი მებრძოლი პრეზიდენტი, რომელსაც ამ ბრძოლაში ძალიან დიდი გამოცდილების გაზიარება და ასევე კონტაქტების გამოყენება შეუძლია”

კითხვაზე, როდესაც რუსული ჯარები უკვე კიევშია, არ არის საფრთხის შემცველი მისი ახლა კიევში ყოფნა, სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ის პუტინის ხელშია:

“პუტინი ყველაზე ადვილად ხელში ჩამიგდებს აქ. ჩათვალეთ, რომ უკვე მის ხელში ვარ”.

Share.