”სოფლელი ბიჭები იყვნენ,შაურმას ელოდებოდნენ ამ დროს მათ პატარა ბიჭმა საჭმლისთვის ხურდა სთხოვა..” – მათ კი ისეთი რამ გააკეთეს ყველანი ადგილზე გავშრით

0

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საკმაოდ სევდიან ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ახალგაზრდა ბიჭებისა და პატარა, მშიერი ბავშვის ისტორიას გვიყვება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
სააკაძეზე შაურმებთან მეგობარს ველოდებოდი. იქვე ბოძს მივეყურე და ტელეფონში “ფეისბუქის” თვალიერება დავიწყე, დრო რომ გამეყვანა.
ჩემს წინ “სოფლელი ბიჭები” იდგნენ. აი იცით როგორები? ახალი ჩაბარებული რომ აქვთ უნივერსიტეტში, ქალაქშიც 2-3 დღეზე მეტი რომ არ არიან დარჩენილები, ქუჩები და მეტრო სადგურები რომ ერევათ და გაკვირვებულები, დაბნეულები რომ ათვალიერებენ ხალხს და ქუჩებს. რომ არასდროს ყოფილა “მაკდონალდში”, ბარში ან კლუბში, აი ისეთები შაურმა გაგებული, რომ აქვთ და გასინჯული არა.

ხოდა, როგორც იქნა შაურმის საჭმელად რომ იპოვეს ადგილი, ფული შეკრიბეს, შეკვეთის წინ დაბნეულები ერთმანეთს რომ ეკითხებიან წიწაკით აიღონ, ხახვით თუ მის გარეშე, ან მაიონეზი და კეტჩუპი რა დოზით, რომ ვერ გადაწყვიტეს და ბოლოს მაინც მოაბეს თავი. ახლა რომ ელოდებიან საკუთარ რიგს, ნერწყვს ყლაპავენ, ერთმანეთს ეხუმრებიან და ბედნიერი თვალებით აქეთ-იქეთ იყურებიან და თითქოს უნდათ თქვან “აი ჩვენც თქვენნაირები ვართ, შაურმასაც გავსინჯავთ, მერე ბარშიც და კაფეში შევალთო, ქუჩებსაც ვისწავლით და ზემოდან ვეღარ გვიყურებთო”, ალბათ ამაზე ფიქრობდნენ, როცა ერთმა პატარა ბიჭმა ყველას ჩამოგვიარა და ხურდა გვთხოვა. მეც და დანარჩენებმაც ზიზღით ვუთხარით არ გვაქვსო, ზოგმა გაბრაზებითაც გადახედა. ზოგმა დაუყვირა კიდეც ხელებს ნუ მისმევო. ბოლოს ეს ბავშვი ამ “სოფლელ ბიჭებთან” მივიდა.

– ხურდა არ გაქვს? – მომეციო, ეუბნება ბავშვი, იმათაც შეხედეს და კი მოიცაო და ჯიბისკენ წაიღო ყველამ ხელი, მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ ვერ იპოვეს ან ხურდა არ ჰქონდათ და მხოლოდ ქაღალდის ფული ედოთ. ერთმანეთს შეწუხებულებმა გადახედეს, ეს პატარა ბავშვიც იმედის თვალებით აკვირდება მათ ჯიბეებში ჩაყოფილ ხელებს – ხურდის იმედით.

ამ დროს გამყიდველმა გოგონამ შეკვეთის დასრულებაზე დაუძახა ამ ბიჭებს, – მზად არის თქვენი შაურმებიო. ერთ-ერთი მივიდა და გამოართვა, დანარჩენი ორი ამ პატარა ბავშვს შეწუხებულები უყურებენ.

– მოდი კაცურად, ერთი ცალი მივცეთ, ნახე როგორი გამხდარია და ეს 20 თეთრით რას იყიდის ისეთს რომ დანაყრდესო.

მეორემაც უთხრა, – მეც მაგაზე ვფიქრობდი ეხლაო. მესამემ ვისაც ეჭირა შაურმები ერთი ცალი ამოიღო და ამ ბავშვს აწვდის.

ბავშვი დაიბნა, მართლა მაძლევო? – კი, აიღე ნუ გრცხვენიაო. ბავშვმაც გამოართვა და ისაა უნდა გაიქცეს, ეხლა ამ შაურმას დედიკოს და ჩემ დას წავუღებო, გასაქცევად გადადგა ფეხი და ერთმა ხელში წაავლო მოიცა, რას გარბიხარო.

– ბიჭებო, მოდი სამივე შაურმა მივცეთ, მე კიდევ ნანის გამოტანებული ჭყინტი ყველი მაქვსო.

მისცეს ეს შაურმები ამ ბავშვს, ისიც გახარებული გაიქცა სახლში. ან კი ჰქონდა სახლი?! მაგრამ სადაც გაიქცა იქ კიდევ ორ ადამიანს გაახარებდა ისე, როგორც თვითონ უხაროდა.

ზოგადად ახალ ჩამოსულებს ან სოფლელებს ვეძახით ან გოიმებს. ებრაულად “გოი” უცხოს ნიშნავს. ეროვნებით სხვას. მაგრამ აქ ყველანი ქართველები ვიყავით. მეც, ეს ბიჭებიც, ის პატარა ბავშვიც და დანარჩენებიც ამრეზით რომ უყურებდნენ ცალკე ამ “გოიმ სოფლელებს” და მეორე ამ პატარა უპოვარ ბავშვს, თვითონაც მშიერი რომ არის და სახლში მშიერი დედა და და ელოდება.

სინამდვილეში გოიმები ეს ბიჭები კი არა ჩვენ ვართ! რადგან მათ თავისიან ქართველს ხელი გაუმართეს, თვითონ მოიკლეს და სხვა დააპურეს. აი ჩვენ კი, როცა ასეთ ხალხს ცუდათ მოვიხსენიებთ და ზემოდან ვუყურებთ, ნამდვილად გვქვია “გოიმდბიც” და “სოფლელებიც”. რადგან სიკეთემ დაბადების ადგილი არ იცის, იცის მხოლოდ ვისთვისაა ეს სიკეთე გაკეთებული.

ამ დღის შემდეგ აღარასოდეს დამიძახია, არც “გოიმი”, “არც სოფლელი” არავისთვის, რადგან ეს საკუთარი ხალხის და ქვეყნის შეურაწყოფაა, როცა საკუთარ ჯიშს და ჯილაგს უცხოს უწოდებ და ზემოდან უყურებ, იმის გამო რომ ქალაქში არ დაიბადა.
ფოტო პირობითია

Share.