სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – ქართველი მოდელი, მარიშა გვიდანი გარდაიცვალა.
მას ქართული მოდის ახალი სახედ მოიხსენიებდნენ. გოგონა სულ რაღაც 15 წლის იყო. ახლობლების თქმით, მას ერთი კვირის წინ მანქანა დაეჯახა და ამ ხნის განმავლობაში კომაში იყო. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მარიშა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ
აპირებდა უცხოეთში კარიერის გაგრძელებას, უყვარდა ცხენით ჯირითი და ხატვა.