“ახალგაზრდა გოგოები ისხდნენ საჭესთან და ეჯიბრებოდნენ რა დროსაც ქვეითებს დაეჯახნენ ორივე ერთად..” – ნახეთ დეტალები როგორ შეიწირეს ქუთაისში 2 ადამიანი

0

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეში შეჯიბრების დროს, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა.

შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

Share.