“ახალგაზრდა კაცი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა..” – ნახეთ როდის და სად მოხდა მძიმე შემთხვევა?

0

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში კორპუსის მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. “ინფო რუსთავის” ცნობით, 32 წლის მამაკაცი მე-4 სართულიდან, ხარაჩოდან გადმოვარდა.
როგორც თვითმხილველმა განგვიცხადა, ახალგაზრდა კაცი გონზე იყო, როდესაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მივიდა.
სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

“პაციენტი 112-ის ბრიგადამ შემოიყვანა, 32 წლის მამაკაცი, სიმაღლიდან ვარდნაა. შემოსვლისას აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმული დაზიანება. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. დიაგნოსტირებულია გულმკერდის ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა. მარჯვენა მხრივი პნევმოთერაქსი, ორმხრივი ჰიდროთორაქსი. მარჯვენა ქვემო კიდურის მოტეხილობა. ამ ეტაპზე პაციენტი ყოვნდება ემერჯენსის განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და შემდგომი მკურნალობისა და დაკვირვების მიზნით გადავა რეანიმაციულ განყოფილებაშია”, – განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, პაციენტი კონტაქტურია.

Share.