“ახალგაზრდა პედაგოგი ტრაგიკულად დაიღუპა..” – ნახეთ რა სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

0

ახალი საყულიის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, თანამშრომლები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაწყებითი კლასების პედაგოგის ნინო ფერცულიანის გარდაცვალების გამო…
ქალბატონმა ნინომ პედაგოგიური ფაკულტეტის დასრულებისთანავე დაიწყო მუშაობა ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად და მას შემდეგ უანგაროდ, ერთგულად, თავდაუზოგავად ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდა- განათლებას.

უზომოდ ვწუხვართ, საუკეთესო კოლეგის, მეგობრის, ადამიანის, მასწავლებლის გარდაცვალების გამო …😔
ვუსამძიმრებთ ოჯახს: მეუღლეს- მაიზერ ლიპარტელიანს, შვილებს – მარიამ, აპოლონ და დემეტრე ლიპარტელიანებს.
ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც იცნობდა ქალბატონ ნინოს და ვის გულშიც სიკეთისა და სიყვარულის მადლი დაუტოვებია❤️
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ნინო მასწავლებლის სულს!”

Share.