რუსთავში, ბინაში ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავის” ცნობით, XX მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, ბინაში გარდაცვლილი ოჯახის წევრმა იპოვა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ერთ-ერთი ვერსიით ქალმა სავარაუდოდ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.ახალგაზრდას ქალს 3 შვილი დარჩა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.