ახალი ამბები “ეს ასეა და მორჩა! მალე შემოაღებს კარს და გააბრწყინებს ჩვენს სამშობლოს”- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

0

ცნობილი ქართველი ნათელმხილველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მესამე მსოფლიო ომისა და კონკრეტულად საქართველოს შესახებ მისი რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ლელა კაკულია: მესამე მსოფლიო ომი საქართველოს გვერდს აუვლის!

მეგობრებო, ქალბატონი ლელას დავალებით, შეგახსენებთ რამდენიმე ამონარიდს წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც მესამე მსოფლიო ომსა და კონკრეტულად საქართველოს შეეხება.

აქვე გეტყვით, რომ ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ხედვებისა, რომელსაც ქალბატონი ლელა 1992 წლიდან წინასწარმეტყველებს და დეტალურად აღწერს. ეს ჩანაწერები მანამდე არაერთხელაა გამოქვეყნებული არა მარტო საავტორო გაზეთსა და წიგნ „ახალი სიტყვის“ სხვადასხვა წლების გამოცემებში, არამედ სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც.

პუბლიკაციას ერთვის საქართველოს რუკა ერთა ლიგის (გაერო-ს წინამორბედი ორგანიზაცია) მიერ აღიარებულ საზღვრებში, რომლებზეც ქართველმა წინასწარმეტყველმა 1995 წელს ჩვენი ქვეყნის დამცავი კოსმიური ენერგიები მოხაზა.

სხვათა შორის, მისივე წინასწარმეტყველებით, საქართველო კვლავაც აღდგება ამ საზღვრებში!!!

❇️1995 წელი, 25 ოქტომბერი

საქართველოს თავზე უდიდესი დაცვითი ბადე შეიკვრება. ეს გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს მესამე მსოფლიო ომის დროს…

თქვენ, ადამიანებო, არ იცით, რას ნიშნავს, რასაც ახლა ვწინასწარმეტყველებ. ამას მხოლოდ მაშინ დააფასებთ, როდესაც ყველაფერი დაიწყება.

❇️2008 წელი, 10 მარტი

მსოფლიოს წინ მესამე მსოფლიო ომი ელის. თქვენ კი გაიხსენეთ, როგორ აუარეს მონღოლებმა გვერდი საქართველოს ლაშარელას მეფობისას და როგორ დალაშქრეს ლამის ნახევარი ევროპა.

ისტორია ზუსტად გამეორდება: სწორედ ასე აუვლიან მუსლიმები გვერდს საქართველოს. ეს უფლის ნებით მოხდება და ჩემი საქართველო გადარჩება — ამინ!

❇️2008 წელი, 2 აპრილი

მესამე მსოფლიო ომში რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ვხედავ, დიდ დარტყმას მიიღებს ისიც და ევროპაც. ჩემი საქართველო კი გადარჩება.

ის რუკა, რომელიც დამახატინეს, ენერგიებითაა სავსე, ანუ ეს არის საქართველოს დაცვითი წრე კოსმიურ ზოლში და იგი იმ კოსმიური განზომილებიდანაა, საიდანაც მოდის სიცოცხლე, დაცვა და სხვა უამრავი სიკეთე.

❇️2008 წელი, 6 მაისი

მესამე მსოფლიო ომი არ აცდება მსოფლიოს. აქ საქართველო ნეიტრალურია, ნატოს ხაზითაც გავდივართ. ამაზე თვით რუსეთიც ვერ იტყვის უარს. საქართველოს ადგილმდებარეობა საუკეთესო ბაზაა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

❇️2008 წელი, 23 სექტემბერი

ვხედავ, მთელი მსოფლიო ფიქრობს, რომ ყოველი დღე — ეს არის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი…

მთავარი, რაც მინდა იცოდეს საქართველომ და ჩემმა ხალხმა, ის არის, რომ საქართველო არც პოლიგონი იქნება და არც შუაგული ომის ტერიტორია.

❇️2008 წელი, 4 ოქტომბერი

დიახ, საქართველო გადარჩება მესამე მსოფლიო ომის დროს, როცა მთელი მსოფლიო იწვის.

❇️2008 წელი, 26 ნოემბერი

მესამე მსოფლიო ომი საქართველოს გვერდს აუვლის!

❇️2009 წელი, 10 იანვარი

საქართველო გადარჩება მესამე მსოფლიო ომის დროს, რომელიც მთელ მსოფლიოს შეაზანზარებს.

❇️2012 წელი, 14 იანვარი

ჩემო ხალხო, ნუ გეშინიათ ნგრევისა და ომებისა. ამას ყველაფერს ააცილებს ჩემს საქართველოს კოსმოსი. მესამე მსოფლიო ომი გვერდს აუვლის ჩემს ლამაზ სამშობლოს!

❇️2012 წელი, 8 იანვარი

არ მაინტერესებს ანალიტიკური ცენტრებისა და პოლიტიკოსების ანალიზები. როგორც ყოველთვის, წინასწარმეტყველებები ასრულდება ასი პროცენტით. ეს ასეა და მორჩა!

‼️გამაგრდი, ჩემო საქართველოვ, ჩემო საყვარელო ქართველებო! მალე შემოაღებს კარს ის კოსმიური ენერგია, რომელიც აღამაღლებს და გააბრწყინებს ჩვენს სამშობლოს.

????????და კვლავ ვიმეორებ: მთელი საქართველო ნოეს კიდობანია!”- ვკითხულობთ ლელა კაკულიას “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

Share.