„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთერთი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა.
დაიკეტა ნომერ მეორე ფილიალი, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს.
ექიმს კორონავირუსი ქმრისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
ექიმი ბოლო დღეების განმავლობაში სამსახურში ჩვეულებრივად დადიოდა, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მათ შორის ჰქონდა ურთიერთობა პაციენტებთან.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.
ცნობისთვის, ეს უკვე მეორე მედიკოსია, რომელსაც CoViD-19 დაუდასტურდა.