თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, იარაღი გარდაცვლილის 3 წლის ძმას გაუვარდა და მეორე ძმას მოხვდა. ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადმოიყვანა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მათ გზაში შეხვდა, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.