“ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს…” – კაკულიას მოულოდნელი წინასწარმეტყველება, ყველამ უნდა ნახოს

0

ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მორიგი წინასწარმეტყველება ქვეყნდება,
ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს…
2014 წელი, 26 ნოემბერი, თბილისი.
წარსულში, 1992 წელს, თუ არ ვცდები, პირველად დავწერე: რუსეთს ძალიან სურს აფხაზეთის მიერთება, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია და სურვილი არ აუსრულდება-მეთქი. დღეს უკვე ღიად ჩანს, რომ პუტინის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში არ არის საღი მარცვალი, რაც ასე სჭირდება თავად რუს ხალხს. პუტინს დიდი დარტყმა ელის. მსოფლიოს ქვეყნები და კოსმოსი არ დაუშვებენ საქართველოს დანაწევრებას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამოჭრას. პუტინმა ბრძოლა უკვე წააგო.

მინდა გითხრათ, ჩემო ქართველებო, რომ სამყაროს მართავს კოსმოსი, ყველაფერი იქ წყდება და არა აქ, დედამიწაზე, და არა ადამიანების მიერ.
ისევ ვხედავ ამერიკულ სამხედრო გემებს შავ ზღვაზე. მათი გამოჩენა საქართველოს წყლებში წარსულში, ასე ვთქვათ, სულ სხვა ტაქტიკა იყო, ახლა კი სულ სხვა მიმართულებას ვხედავ. შავ ზღვაზე განლაგდებიან ნატო-ს სამხედრო გემები, რომელებიც საომარ მზადყოფნაში იქნებიან. აქ მხოლოდ ერთი ქვეყნის, მაგალითად, ამერიკის ხომალდებს არ ვხედავ. ეს რამდენიმე სახელმწიფოს გემებია. ეს უკვე არის საქართველოს სრული და აბსოლუტური დაცვა. ვხედავ, ყირიმში უფრო ამართლებს პუტინის პოლიტიკა, საქართველოში კი ვერა.
არ მაინტერესებს პოლიტიკოსების, ეკონომისტების, ექსპერტების ანალიზები და დასკვნები. პირდაპირ ვხედავ, რომ რუსეთის ეკონომიკა ნულს ქვემოთაა ჩამოსული. ეს ვარდნა არ შეჩერდება, ვინაიდან ამერიკელი `რესპუბლიკელები~ რუსეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. `რესპუბლიკელების~ გამარჯვება არის უდიდესი დარტყმა რუსეთისთვის და ეს კარგად იცის პუტინმა. `რესპუბლიკელები~ ასევე დიდი დარტყმაა ახლო აღმოსავლეთისთვისაც. ისლამისტები თავის გემოზე ვერ გაშლიან ფრთებს. ამერიკელები პირდაპირ დაბომბავენ იმაზე უარესად, ვიდრე 1945-ში დაბომბა ტრუმენმა ჰიროსიმა და ნაგასაკი.
კიდევ ვიმეორებ: რუსეთ-ჩინეთის ალიანსი არის ბლეფი. ეს ღიად გამოჩნდება. ომი რუსეთსა და ჩინეთს შორის ისევე გარდაუვალია, როგორც ომი რუსეთ-უკრაინას შორის. ეს იქნება ტერიტორიული ომი. იაპონია ჯერ ოქროს შუალედს დაიკავებს, მერე კი ისიც ჩაერევა დავაში და მოითხოვს საკუთარი კუნძულების — კურილის კუნძულების დაბრუნებას. მისი ქმედებები შეთანხმებული იქნება აშშ-სთან, უპირველესად, და ასევე ევროპასთან. სწორედ ამერიკიდან მიიღებენ მითითებებს.
ვხედავ დიდ ჭიდილს კულისებს მიღმა — პოლიტიკურ ჭიდილს. `რესპუბლიკელები~ უკან არ დაიხევენ, ევროპაში რაკეტებს დადგამენ, რომლებიც პირით რუსეთისკენ იქნებიან მიქცეულები.
რუსეთი ვერ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, იმიტომ, რომ ყველა დაუპირისპირდება, ისინიც კი, ვინც ჯერ კიდევ მის მხარეზეა. ვხედავ, რომ ამერიკა პირდაპირ ემუქრება დაბომბვით და ამერიკას ეს არ გაუჭირდება.
ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს: კოსმოსში ვხედავ ღილაკებს — რამდენიმე ღილაკს. თითს დააჭერ და პირდაპირ ჩამოვა იარაღი. ეს კოსმოსური იარაღია და მისი მსგავსი რუსეთს არ გააჩნია. რაკეტებზე ვხედავ ემბლემას — ერთთავიან არწივს, თეთრი თავით. ამერიკის გერბს ჰგავს. ჰოდა, ამერიკა დაასწრებს რუსეთს. ვხედავ, პირდაპირ უთხრეს პუტინს, დედას გიტირებთო. ამას გარდა, რუსებს მუსლიმები შეუცვივდებიან ტრამალებში და სისხლის ტბებს დააყენებენ.
ვხედავ, აფსუებმა თავად გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი. ელოდეთ პატარ-პატარა ომებს. რუსული გეგმა — მთლიანი ანექსია საქართველოსი — არ ასრულდება. რუსეთი ასევე ფიქრობს მთელი კავკასიის დაპყრობას, მაგრამ კოსმოსი ამას არ დაუშვებს. რუსული გეგმა ცნობილია ევროპისა და ამერიკისთვის. ამიტომაც ისინი უფრო ომისთვის არიან მზად, ვიდრე მოლაპარაკებებისთვის.
მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ახალი ძალები და ესეც დიდ როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაში. მთელი საქართველო, ვხედავ, ხმას აიმაღლებს რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ; იმ პოლიტიკისა, რომელიც განადგურებით ემუქრება საქართველოს. იქნება დიდი გამოსვლები, მიტინგები და ყველას მხოლოდ ერთი მოთხოვნა ექნება: რუსებო, გაეთრიეთ საქართველოდან!
ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანსაც დაემუქრება, მაგრამ აზერბაიჯანი აუცილებლად დაუბრუნებს პასუხს თურქეთთან ერთად. თურქეთი ღიად დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს და რუსეთს ნოტასაც კი გაუგზავნის, რომ კავკასია თურქეთის საზღვარზეა და რუსებმა სჯობს, თვალყური ადევნონ საკუთარი შეიარაღებული ძალების გადაადგილებას. `და მეზობელი საქართველოს მიმართ სამხედრო ხაზით მოძრაობასაც დაუკვირდით. აგრესიაზე ნურც იფიქრებთ. თუ იქნება ომი, ჩვენც ჩავერთვებით ომში!~ — განაცხადებს თურქეთი. ყველაფერი ეს კოსმოსიდან მოდის.
2014 წელი, 28 ნოემბერი, თბილისი.
20:50 სთ.
რუსეთი დაჭრილ დათვს დაემსგავსა საბოლოოდ, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს და უდიდეს პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს. ნათქვამი რომაა, წერასაა ატანილიო, ზუსტად ისეა. რუსეთი წერას ჰყავს ატანილი. ვიმეორებ, არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ ამერიკა და ევროპა. არსებობს უხილავი საზღვარი, რომელიც პოლიტიკურ დებატებში ისახება ხოლმე და ხილულია მხოლოდ ძლიერთათვის ამა ქვეყნისა და არა უბრალო ხალხისთვის. რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს საზღვარი დაარღვია. მათ არ აპატიებენ და უდიდეს დარტყმას მიიღებენ. სამწუხაროდ, ფაშისტებზე უარეს დღეში ჩაცვივდებიან. ერთი პატარა ადამიანი მართავს ამას, და თამაშობს ისეთ თამაშს, რომ უხილავ საზღვარს იქით არ გადადის, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ყველა პირობას დაარღვევს და დაიწყება დიდი ომი. ეს ყველაფერი საოცრებას ჰგავს არა? დიახ, იმიტომ რომ ყველაფერი კოსმოსიდან მოდის.
ის ომები, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტი აწარმოებს, ისევ რუსეთს ართმევს ძალ-ღონესა და ენერგიას. არ მისცემს კრემლს საშუალებას კოსმოსი, რომ რუსეთმა სახელმწიფოების ანექსია, დაპყრობა განაგრძოს. უცებ ძალიან რთულ მომენტში გაეჩხირებიან, ვინაიდან ყველა და ყველაფერი მათ წინააღმდეგ აღდგება. დიდი ხანია ამას ვიმეორებ. ეს დრო უფრო და უფრო ახლოვდება.
რაც შეეხება რკინიგზას, რომელმაც აფხაზეთის გავლით რუსეთი სომხეთთან უნდა დააკავშიროს, რუსეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს, თორემ საქართველო რა აზრისაა ამაზე, სულ ფეხებზე ჰკიდია, არ აინტერესებს. ისე, ქართველებმა მადლობა ხომ არ უნდა ვუთხრათ, რომ პირდაპირ არ დაგვარტყა?
რაც რუსეთმა დაიპყრო და მიითვისა, ეს საქართველო იქნება თუ კავკასიის სხვა რესპუბლიკები, ძალიან მალე უკან დააბრუნებენ.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში აღვნიშნე, აფსუები, როგორც ერი, იკარგება და ნადგურდება-მეთქი. დღეს ეს წინასწარმეტყველება ასი პროცენტით სრულდება.
ვიმეორებ: რუსეთის მტაცებლური, ცხოველური პოლიტიკა დიდხანს ვეღარ გასტანს. უკვე ახლოსაა დრო, როცა რუსეთმა, პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე.
სხვათა შორის, ვხედავ ჩრდილოეთს, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს, აისბერგებს და… ატომურ აფეთქებას. კიდევ კარგი ამ დიდ უარყოფით ენერგიას თვითონვე კოსმოსი ჩააქრობს.
საერთოდ, მსოფლიომ ვერ შეიგნო ის, რომ რუსეთი, ეს არის ძალადობა, ომები, ნგრევა. ასეთი კოდი აქვთ მათ. ამიტომ კოსმოსი განსაკუთრებულად ადევნებს თვალყურს რუსეთს და ბევრ რამეში აჩერებს, თორემ დედამიწაზე ომები არ დამთავრდებოდა; ომები, რომლებიც რუსეთს ექნებოდა მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოებთან. დათმობები და მოლაპარაკებები რუსეთისთვის უცხოა. თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს რუსეთის მთავრობას ძალიან ეშინია ამერიკის მთავრობისა. კარგად იცნობენ `რესპუბლიკელების~ პოლიტიკას, რომლებიც რთულ სიტუაციაში რუსებზე მეტად არ მოერიდებიან ომს და სწრაფად, ელვისებურად განახორციელებენ დარტყმებს. ეს არის ის ძალა, რომელსაც კოსმოსი დაახვედრებს რუსებს. დიახ, ბატონო, `რესპუბლიკელები~ ჩასაფრებულები არიან და რუსეთის ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ, რათა რუსეთს დაარტყან არა პოლიტიკურად, არამედ რაკეტებით.
განსაკუთრებული აგრესიით, იმით, რომ რუსეთს არცერთ სიტყვას არ არჩენენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოირჩევიან. ისინი ძალიან გამომწვევად იქცევიან, მაგრამ რუსეთი ჩიხშია მომწყვდეული და ნამდვილ ომს ბალტიისპირეთთან ვერ გაბედავს.
უკრაინასთან დაკავშირებით ომი გაიწელა. აქ ჩანს რუსეთის დიდი სისუსტე, ჩანს, რომ რუსეთმა უკრაინაში მარცხი იწვნია. რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინას ვერ მიითვისებს. მოკლე ხანში ყირიმში უკმაყოფილებები დაიწყება.
ვხედავ ძალიან დიდი ჩინოვნიკის სიკვდილს რუსეთში, რაც ყველას უხარია. უკაცრავად, მაგრამ ასე იქნება. ამერიკა და ევროპა ახალ სანქციებს დაუწესებენ რუსეთს და რუსულმა პროპაგანდამ რაც არ უნდა იქაქანოს, ფაქტი სახეზე იქნება. და გამოდის რუსი ხალხი ქუჩაში. ვხედავ დიდ მიტინგებს.
საერთოდ, ვხედავ, რომ ირგვლივ არსებულმა არეულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, ახლო აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში შექმნილმა მდგომარეობამ, მედია, პოლიტიკოსები და ანალიტიკოს-პოლიტოლოგებიც არია და რა ხდება საერთოდ მსოფლიო პოლიტიკაში, ვეღარ გაუგიათ. ამიტომ წამოვა ძალიან არეული ინფორმაციები, რასაც ვერავინ ვერ დააწყობს. ეს პერიოდი რაღაც დროით გაგრძელდება და სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური ინფორმაციები სრულ ვაკუუმში მოექცევა. მე კი ვხედავ და ვიცი, რომ რუსეთი ცალკე თამაშობს აგიტაცია-პროპაგანდობანას, ამერიკა და ევროპა ცალკე. მაგრამ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა და, ასე ვთქვათ, მშვიდობის ჩიბუხის გაბოლება, ფიზიკურ ქმედებებში გადადის. ამერიკა ახლო აღმოსავლეთსაც დირიჟორობს და ევროპასა და უკრაინასაც. ამ სადავეებს ამერიკის სათავეში მოსული `რესპუბლიკელები~ ხელიდან არ გაუშვებენ. რუსეთის მთავრობისთვის, ადამიანებო, უდიდესი ტრაგედიაა `რესპუბლიკელების~ მოსვლა ამერიკის მთავრობაში. აფსუს, ობამა!
ჩემი ხედვით, აშშ-ის ისტორიის მანძილზე, რესპუბლიკელი პრეზიდენტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სამართლიანი აგრესიით. ისინი ყველა ღონეს იყენებდნენ ხოლმე სახელმწიფოს გადასარჩენად. `დემოკრატები~ მსგავს შემთხვევებში უფრო სუსტები არიან და ამაში, ისტორიას თუ გადახედავთ ამერიკისას, თავადაც დარწმუნდებით.
ახლო აღმოსავლეთში ისრაელი ერთ-ერთი უძლიერესი ბაზაა და იქ ამერიკას აქვს უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია, ხოლო რაც შეეხება უკრაინას და ევროპას, ნამდვილად ემუქრებათ საშიშროება რუსეთიდან, ვინაიდან, როგორც დაგანახათ მიმდინარე პოლიტიკურმა ვითარებამ, ეს არის ომის ენაზე ლაპარაკი და მეტი არაფერი.
დღეს ამერიკა უფრო მეტად ემზადება და უფრო მეტად წაახალისებს იმ პროცედურებს, რასაც ჰქვია სანქციები რუსეთისთვის. შერბილებულ მოლაპარაკებებსა და რაღაც-რაღაც დათმობებს საერთოდ დაივიწყებენ `რესპუბლიკელები~ და იმავე ენაზე დაელაპარაკებიან კრემლს, რა ენაზეც თავად რუსეთი ლაპარაკობს. ხომ აქვთ რუსებს ანდაზა: `კლინ კლინომ ვიბივაიუტ~. უნდა ნახოთ, როცა კულისებსმიღმა გარჩევები მიდის, როგორ აგინებენ ერთმანეთს პოლიტიკოსები, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები და განსაკუთრებით კი, პრეზიდენტები. მაგრამ ხალხის წინაშე სხვა პოზაში დგებიან და სურათებს ჩახუტებულ-გაღიმებულები იღებენ. ვაი, თქვენს პატრონს! როცა ასეთ სურათებს ვუყურებ ხედვით, ხანდახან გიჟივით მეცინება. ყველაფერი რომ აღვწერო, რასაც ვხედავ, ხალხი გაოგნდება.
მინდა დავუბრუნდე აფხაზეთის საკითხს და აღვნიშნო, რომ თითქოს აფსუებისგან არავინ აღარაფერს მოელის, ვინაიდან ერი ჩაკვდა. მაგრამ ვხედავ — და ეს ძალიანაც მსიამოვნებს — შეიარაღებულ რაზმებს, რომლებიც დიდ სატკივარს გაუჩენენ რუსებს. აქ ქართველებიც დიდ როლს ითამაშებენ. ხალხი არავის არაფერს დაეკითხება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და საკუთარი მიწისა და სახლის დასაცავად იბრძოლებენ აფსუების მხარდამხარ. კოსმოსი უზარმაზარ ძალას მისცემს ამ თითქოსდა პატარა შენაერთებს, რომლებსაც რუსები ვერაფერს მოუხერხებენ.
სასაცილოა, სამხრეთ ოსეთად წოდებული სამაჩაბლო, რანაირი სახელმწიფოა?! შადიმანებს მინდა მივმართო: რა თამაშიც არ უნდა ითამაშოთ რუსებთან ერთად, ვერ გაიმარჯვებთ. ფესვებიანად მოგძირკვავთ კოსმიური ენერგია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვეღარასდროს მოიკიდებთ ფეხს საქართველოში.
ისევ ვხედავ საქართველოს ახლანდელი მოწვევის პარლამენტის დაშლას. ამას დავინახავ მანამ, სანამ არ დაიშლებიან“, – წერს კაკულია.
წყარო: kutaisitoday.com

Share.