“ტვ პირველის” წყაროს ინფორმაციით, არაგვის ხეობაში შაქარაშვილს ფიზიკურად მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი გაუსწორდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ეს ორი ადამიანი მისდევდა ახალგაზრდა ფეხბურთელს ბოლომდე, ნაწილი კი გურამ ამირხანაშვილს ანეიტრალებდა, რომელიც ფერად შენობასთან იმალებოდა.
“არაგვის ხიდთან საცემად ჩავიდა ნაძალადევის დაჯგუფება, “ტოიოტა ქამრის” მანქანით. შეშინებული გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები ამ დროს გაიქცნენ. გურამ ამირხანაშვილი ფერად შენობასთან დაიმალა. იქვე გაჩერდა სამი თავდამსხმელი. ისინი ამირხანაშვილს ანეიტრალებდნენ. ერთი დარჩა მანქანაში, ორი კი შაქარაშვილს ბოლომდე დაედევნა. წყარო ჰყვება, რომ გამოძიების ინფორმაციით, შაქარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ ვახო ჩიქოვანი და მორაგბე არჩილ გაგნიძე” – ჰყვება ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომელიც ამბობს, რომ ტელეკომპანიას სანდრო წყარომ მიაწოდა ვერსია, რომელზეც ახლა გამოძიება მუშაობს.