“ბოტულიზმი გამოირიცხა… პრაქტიკაში არ ყოფილა ასეთი უეცარი სიკვდილი სალმონელას გამოეწვიოს” – ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

0

ხა­შურ­ში, ბარ­ბა­ქა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებს ამ დრომ­დე ად­გნენ ექ­სპერ­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ უც­ნო­ბია, რა გახ­და 9 წლის ბავ­შვის, ლუკა ბარ­ბა­ქა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვის დედა, ნანა ხი­ხა­ძე, ის ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ექი­მე­ბი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვი­ან.

ხა­შუ­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბა­ტო­ნი და­ვით ჩი­ქო­ვა­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რობს რამ გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, თა­ვი­დან­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ერ­თა­დერ­თი ვერ­სია, საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია და ამი­ტომ ყვე­ლა ელო­დე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, დედა- შვილს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს ნა­ჭა­მი აჯაფ­სან­და­ლი და ძეხ­ვი, ამი­ტომ გა­მო­ით­ქვა ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა ბო­ტუ­ლიზ­მი ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

თუმ­ცა რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, დე­დის კუ­ჭი­დან ზონ­დით ამო­ღე­ბულ მა­სა­ში არ აღ­მოჩ­ნდა ბო­ტუ­ლიზ­მის კვა­ლი. იცით, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნა დე­დის პირ­ნა­ღე­ბი მა­სა­ლა, ასე­ვე ზონ­დით მისი კუ­ჭი­დან ამო­ღე­ბუ­ლია მასა, ამ მა­სა­ლის კვლე­ვით უნდა გა­ირ­კვეს, რამ გა­მო­იწ­ვია ინ­ტოქ­სი­კა­ცია. მას­ში არ აღ­მოჩ­ნდა ბო­ტუ­ლიზ­მის კვა­ლი.

ხა­შუ­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ჩი­ქო­ვა­ნი ამ­ბობს, რომ სა­გო­ნე­ბელ­ში არი­ან ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი, რად­გან ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხით ბო­ტუ­ლიზ­მი გა­მო­ი­რი­ცხა.
“ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია მა­სა­ლა, და­მი­რე­კეს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან და მი­თხრეს, რომ დე­დის კუ­ჭის შიგ­თავ­სი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მა­სი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ ამო­ი­თე­სა სალ­მო­ნე­ლა. ეს სა­ბო­ლოო დას­კვნა არ არის, კი­დევ გრძელ­დე­ბა კვლე­ვე­ბი. რო­გორც იცით, ჩვენ და­მა­ტე­ბით ბი­ნი­დან პო­ლი­ცი­ის მიერ ამო­ღე­ბულ საკ­ვე­ბიც გა­ვაგ­ზავ­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რად­გან გვთხო­ვეს ისიც გაგ­ვეგ­ზავ­ნა, იმა­საც შე­ვა­მოწ­მებ­თო. იქაც მოხ­დე­ბა ამო­ღე­ბულ საკ­ვებ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ცით, რომ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როც ატა­რებს ექ­სპერ­ტი­ზას სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­წო­დე­ბულ მა­სა­ლა­ზე. სალ­მო­ნე­ლო­ზი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­აა, მაგ­რამ ასე­თი სწრა­ფი სიკ­ვდი­ლი რომ გა­მო­ეწ­ვია ისე­თი ბაქ­ტე­რია არ არის

Share.