“ბრწყინვალე ამბავი უკრაინიდან, ეს უკრაინელების მნიშვენლოვანი გამარჯვებაა რუსებთან ბრძოლაში”

0

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლში 36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას, გარღვევა შეძლეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდა.
“მარიუპოლში, 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, გარღვევა შეძლეს და აზოვის პოლკს შეუერთდნენ, რომელმაც პროფესიონალურად უზრუნველყო ეს ღონისძიება.

  • შედეგები? პირველი “აზოვმა” არსებითი გაძლიერება მიიღო.
  • მეორე  36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიპოვა მეორე შანსი.
  • მესამე  ქალაქის დამცველებმა, ახლა ერთად, სერიოზულად გააძლიერეს თავიანთი თავდაცვითი ტერიტორია.

საერთო ჯამში, გაიზარდა და გაძლიერდა ქალაქის თავდაცვის სისტემა. აი, რა ხდება, როდესაც ოფიცრები არ კარგავენ თავს და მტკიცედ ინარჩუნებენ ჯარების მართვას. მოდი, ჩვენც არ დავკარგოთ. ჯარმა იცის რას აკეთებს”, –  წერს არესტოვიჩი.

Share.