“გაგვანადგურე მთელი ოჯახი შენი სიკვდილით,გულში ტკივილი არასოდეს ჩაცხრება, ცრემლები არასოდეს გაშრება..”

0

ყველაზე სევდიანი, 5 ტკივილით სავსე წელი გავიდა უშენოდ, გიო დე!! ეს დღე ისევ და ისევ ისეთივე მტკივნეულია, როგორც 2017 წლის 20 ივლისს იყო, რაც შენ ჩემს გულს დაშორდი. ტკივილში ვიგუდები, ძლიერი ხანძარი, რომელიც ჩემში დაინთო ვერავინ და ვერაფერი ჩააქრობს – მას რასაც უშენობა ქვია!ყველაზე დიდი უბედურება დედისთვის ისაა, როცა შვილს დაკრძალავ! დედის მწუხარება გამოუსწორებელია, გულში ტკივილი არასოდეს ჩაცხრება, ცრემლები არასოდეს გაშრება და სული მუდამ უიმედობისგან ტირის!

შენ იყავი კარგი შვილი, კარგი ძმა, კარგი შვილიშვილი და კარგი მეგობარი, შენი ღიმილი იყო ყველაფერი! ყველას ძალიან ენატრები შვილო! შენს დას, მამას, შენს გამზრდელ მზია ბებოს. ჩვენ ყველანი გაგვანადგურა შენმა არ ყოფნამ ამ სამყაროში!

ყველაზე სევდიანი ისაა , როცა ის, ვინც საუკეთესო მოგონებებს გჩუქნის , მოგონებებად იქცევა…

დრო არ კურნავს, უბრალოდ, გვეუბნება მიიღოთ და გაიგოთ; ტკივილი არ ქრება, უბრალოდ, ვისწავლოთ, როგორ ავიტანოთ ის სამუდამოდ ჩვენს გულში!

სანამ ისევ შევხვდებით, გული მტკივა! ძალიან მენატრები ! მიყვარხარ სამარადისოდ, ჩემო პატარა ანგელოზო!!

შენი დედა, ნინო მარგალიტაძე

Share.