ბრიტანული გავლენიანი გაზეთი The Times ვლადიმერ პუტინის და რომან აბრამოვიჩის შეხვედრის შესახებ წერს.
გასულ ოთხშაბათს დილით, კერძო თვითმფრინავი Hawker 800XP აფრინდა სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან, გაემართა აღმოსავლეთით შავი ზღვის თავზე და შევიდა რუსეთის საჰაერო სივრცეში. იმავე საღამოს, იგივე თვითმფრინავი მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტიდან გაფრინდა და სტამბოლში დაბრუნდა.
ბორტზე იყო რომან აბრამოვიჩი, ოლიგარქი და ჩელსის FC ყოფილი მფლობელი, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პუტინის არაოფიციალური წარმომადგენლის როლს ასრულებდა.
როგორც The times წერს, მოსკოვში აბრამოვიჩი პუტინს შეხვდა და მას ვოლოდიმირ ზელენსკის ხელნაწერი წერილი გადასცა, სადაც ის პირობები ეწერა, რომლებსაც უკრაინა ერთთვიანი ომის დასასრულებლად განიხილავდა.
როგორც The Times წერს, პუტინის თავდაპირველი პასუხი იყო ცალსახა: – “უთხარი მას, რომ გავანადგურებ” – დააბარა მან რომან აბრამოვიჩს ზელენსკისთან.
წყარო:daqali.club