ლამარას როლის შემსრულებელი, მსახიობი მარინა დარასელია “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, როდესაც სიძის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, სათამაშოდ ყველაზე მძიმე დღე იყო მისთვის.
“ზაზა დისშვილის ქმარია, 48 წლის იყო და ღვიძლის კიბო ჰქონდა. გადანერგვა უნდა გაგვეკეთებინა. სული მეწვის, გული მტკივა, ეროვნული სულისკვეთების ბიჭი იყო… თბილისში იწვა. ვიფიქრე, გადაღების მერე რეანიმაციაში მწოლიარეს ვინახულებ-მეთქი”