“გთხოვთ პატივი ეცით გარდაცვლილებს და მის ახლობლებს . ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას სოციალურ მედიაში (განსაკუთრებით FB – ზე). ჯერ ჯერობით მხოლოდ ლუკა არის ნაპოვნი. ნუ მწერთ ჟურნალისტები : ‘ დარწმუნებული ხართ?!’ ‘ზუსტად იცით?!’… იფიქრეთ და ადამიანის მდგომარეობაში შედით , გთხოვთ !
ჩემით მესმოდა ბიძაჩემის განწირული ხმა და როგორ ეხუტებოდა ნაპოვნ ლუკაჩოს
რომელიც სულ ეკლებში იყო, თქვენი აზრით არვიცი ზუსტად ? გთხოვთ დაფიქრდეთ სანამ რამეს დაწერთ ან მოგვწერთ😖
მადლობა ყველას თანადგომისთვის …
ვეცდები ახალი ინფორმაცია გაგაგებინოთ, რადგან სათითაოდ ყველას ვერ გწერთ.” – წერს ოჯახის ახლობელი.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა. მამას ერთ წამში გარდაეცვალა პატარა შვილი და მიეცა დარდს. ვთხოვთ უფალს რომ დაკარგული 2 ბავშვი და მეუღლე ცოცხალი და უვნებელი გაპოვნინოთ.