“გარდაიცავალა ზურა მიქაძე,ჩემთვის ეს კაცი მონანიების მაგალითია..” – ნახეთ ბაკურ სვანიძის ემოციური განცხადება

0

“ბუტა რ ო ბ ა ქ ი ძ ი ს მკვლელობის საქმის გაყალბებაში ბრალდებული ყოფილი პ ო ლ ი ც ი ე ლ ი, დიდუბის პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მ ი ქ ა ძ ე
გარდაცვლილა… მის მიმართ განწყობა , ვიცი, რომ არაერთგვაროვანია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რაც, ჩემი აზრით, აუცილებლად სათქმელია – მთელი ამ
გიჟურ-მანიაკური 30 წლის განმავლობაში, ერთადერთი გულწრფელად მ ო ნ ა ნ ი ე ადამიანი ვინც ვნახე, ეს კაცი იყო. პირადად არ ვიცნობდი და არავითარი
შეხება არ მქონია.

მაგრამ დღეს რომ იძახის ზოგიერთი, იმას ვაპატიოთ ამას ვაპატიოთო, აი, ამ ადამიანივით
ადამიანურად უნდა მოინანიონ ჯერ! ეს კაცი არის ჩემთვის მონანიების, სინანულის, ადამიანობის მაგალითი. საკუთარი ნებით მივიდა და თქვა, აღიარა, ამოთქვა, მოინანია, ბოდიში მოიხადა, განიცადა, ი ტ ა ნ ჯ ა შინაგანად! წავიდა ც ი ხ ე შ ი! ერთიც არ დაუწუწუნია, მოიხადა ის სასჯელი რაც მისივე რწმენით დაიმსახურა! ამას ვაჟკაცობა
სჭირდება. მე ვერ ვიხსენებ მეორეს ასეთს. ვინც როგორ უნდა ისე გაიგოს. დანარჩენს უფალი გადაწყვეტს…” -წერს ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.

Share.