“სად წავიდა სად გაქრა ეს ლამაზი თვალები😪😪😪ნუთუ შენც აღარ მყავხარ მამი😪😪რამხელა ტკივილი ხართ ორივე მამი😪😪ასე ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი?😪40დღეც ვერ გაძლო შენს გარეშე შენმა ძამიკომ😪ჩემი ანგელოზები იყავით და ანგელოებათ გამიფრინდით” – პატარა გაბრიელი, რომელიც ხონი-ქუთაისის გზაზე ოჯახთან ერთად ავარიაში მოჰყვა საავდმყოფოში გარდაიცვალა.
ავარიას ემსხვერპლა გაბრიელის დეიდა და ძმა, რომელიც 40 დღის წინ გარდაიცვალა.
“გავიდა 40 ტკივილიანი დღე უშენოდ მამი😪ყველგან შენი ხმა და კისკისი მესმის😪რავთქვა მამი არვიცი ყველაზე მეტად მიჭირს შენზე წარსულში ვისაუბრო😪როგორ მტკივა სული უშენოდ ნეტა იცოდე😪შენ აცრემლებულს ვერავის იტანდი მამი😪მშვიდად განისვენოს შენმა ლამაზმა სულმა😪შეხვედრამდეეე♥️” – წერდა სოციალურ ქსელში ბავშვების მამიდა სოფო ბასილაძე.
ავტოსაგზაო შემთხვევა ხონი-ქუთაისის გზაზე 7 მაისს მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, მიკრო ავტობუსს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.