“გარდაიცვალა ქართველი ნამდვილი ლეგენდა..” – ნახეთ სამწუხაროდ უდიდესი მომღერალი გარდაიცვალა(ფოტო)

0

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ კონსერვატორიის ემერიტუსის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალეროსა და “ხელოვნების ქურუმის” წოდების მფლობელის, ბატონი თენგიზ მუშკუდიანის გარდაცვალების გამო .
—————-
✅დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს კლასიკური ვოკალის განხრით.
☑️1954 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, შესრულებული აქვს ბანის ფაქტობრივად ყველა წამყვანი პარტია.
☑️სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის ხმამ, მუსიკალობამ, არტისტულმა გარეგნობამ მას მალევე აღიარება მოუტანა;
☑️გადაღებულია საკულტო ფილმებში: “აბეზარა”, “დიდოსტატის მარჯვენა”;

პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, მისი დირექტორი იყო 1985–2005წწ., ასევე კონსერვატორიაში.
მისი აღზრდილი კონსერვატორიელები წარმატებით გამოდიან როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო საოპერო სცენებზე.
◾️ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

Share.