“გარდაცვლილი ბავშვების ოჯახზე მეზობლები შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაამხილეს..” – ნახეთ ამას ვერავინ წარმოიდგენდა

0

საერთო საცხოვრებლის მეექვსე სართულის ბინაში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა
„ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. აღნიშნული ოჯახი აქ ქირით ცხოვრობდა. მათთან კონტაქტი არც მქონია. ოთხი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ცეცხლის გაჩენის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ.ამბობენ, დედა ხშირად ტოვებდა შვილებს მარტოო,

მაგრამ მასაც რა ექნა, ხომ უნდა ემუშავა, რომ ბავშვები დაეპურებინა?! უფროსმა ბავშვებმა ხანძარს თავი დააღწიეს, თუმცა დაზიანებები აქვთ მიღებული და ორივე კლინიკაშია მოთავსებული. დაღუპულები ტყუპები იყვნენ. როგორც ვიცით, ბავშვები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ და რამდენიმე თვის წინ სოციალურმა სააგენტომ დედას დაუბრუნა. უფროსი გოგო ძალიან ჭკვიანია და პატარებს დედის არყოფნის დროს, ის აქცევდა ყურადღებას“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

Share.