მსახიობმა, თორნიკე გოგრიჭიანმა ჟურნალ „გზას“ ინტერვიუ მისცა, სადაც ქართული ტრადიცების პატივისცემაზე ისაურა.
„არ მომწონს ერთი რამ: გვსმენია, როგორი იყო ქართველი ქალი, თავისებური ხიბლით, სტუმარ-მასპინძლობით და ყველა კუთხით… დღევანდელი ახალგაზრდა გოგონები ნუ მიწყენენ და, არ მომწონს დახვრეტილი ცხვირები, ენები, სხეულზე ყველგან ტატუ… დედაჩემის დროს ასეთი ქალი ცოლად რომ მოგეყვანა, სახლიდან გამოგაგდებდნენ და სხვებიც იტყოდნენ, მეძავი შეირთოო…
არ ვიცი, ჩემგან მოწოდებას როგორ მიიღებენ, მაგრამ რაც კარგი გვქონდა, ნუ დავკარგავთ. პატივი ვცეთ ჩვენს ღირსშესანიშნაობებს. ქართული ჩოხა სიბანძეა?! მაგას ვინც იტყვის, მართლა ბანძია! ძალიან მომწონს სიძე ჩოხაში და პატარძალი – ეროვნულ კაბაში… ვფიქრობ, უფრო მამაკაცები გამიგებენ, რასაც ვამბობ. ქართველები მდიდარი წარსულის ვართ და სხვისი მიბაძვისკენ მივისწრაფვით. არად, არავის არ უნდა შევედაროთ და ვერავინ შემოგვედრება. მრავალსაუკუნოვანი წარსული გვაქვს და სხვებმა აქეთ, ჩვენზე ილაპარაკონ. ჩვენ ნუ შევნატრით, – არიქა, იტალიელებს და ბრიტანელებს რა ლამაზი თვალები აქვთო!..
და კიდევ, ფასს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ხარისხია! ქართველებს ყველაფერში ძალიან კარგი ხარისხი გვაქვს, მთავარია ვიცოდეთ, სად არის ეს ხარისხი…“, – აღნიშნა მან.